Everything seemed so perfect in the beginning...
თითქოს დიდი ხანი ბნელ სარდაფში ვიჯექი
და უცებ ამოვედი დედამიწაზე,
როდესაც შუა მაისი იდგა...
წამლეკე,
გამაოგნე,
სულს მიხუთავდი,
ტვინს მირევდი,
ვერ ვძღებოდი შენით,
საათობით შემეძლო შენთან ერთად ჯდომა პარკში სკამზე
და მელაპარაკა,
მელაპარაკა,
მელაპარაკა...
და მერე არ ვიცი რა მოხდა,
სად გამეპარე,
სად გაგეპარე...
შენ აღარ ხარ სპონტანური,
შენ აღარ გყოფნივარ მარტო მე,
უამრავი ხალხი ჩადგა ჩვენს ურთიერთობაში,
თუნდაც მშობლები...
ცხოვრებაში პირველად
ვხვდები, რომ შესაძლებელია, ადამიანი თავდავიწყებით გიყვარდეს,
და მის გვერდით ვერ ჩერდებოდე...
როდესაც შენთან არ ვარ, სულ შენთან მინდა,
მაგრამ როდესაც ვარ, უდიდესი იმედგაცრუება მეუფლება...
იმიტომ რომ ჩვენ აღარ ართ მიმტევებლები ერთმანერთის მიმართ...
იმაზე კი არ ვამახვილბთ ყურადღებას,
რაც საერთო გვაქვს,
არამედ იმაზე,
თუ რაში განვსხვავდებით...
და ეს ბოღმა,
დღეების,
კვირების,
თვეების მანძილზე დაგროვილი
თითოეულ წვრილმანს
აზვიადებს...
მე ვხვდები, რომ შენთან ერთად
ბედნიერი ვერ ვარ...
და მეშინია,
როგორი მომავალი შეიძლება ჰქონდეს ამას ყველაფერს...
მაგრამ ყველაზე უფრო ის მკლავს,
რომ ვერ გთმობ,
თავს ვერ განებებ,
ვერ გტოვებ...
გადავდივარ :\
1 year ago

yvelaferi kargad iqneba, me miyvarxar :*
ReplyDelete