მოვიდა ეს დღეც...
ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთხელაც და მოვიდოდა...
უბრალოდ ბოლომდე მაინც თვალებს ვხუჭავდი...
პრინციპში, ახლაც ვხუჭავ.
ოღონდაც იმიტომ კი არა, რომ ამაყი ვარ და არ ვაღიარებ დამარცხებას,
არამედ იმიტომ, რომ საკუთარი "იმიჯის" მსხვერპლი გავხდი
და იმდენჯერ მქონდა ნათქვამი "თეთრი შავიაო"
რომ როდესაც ახლა ვამბობ "თეთრი თეთრია"-ს, მეგობრები მიღიმიან და
"ნეტაი შენ"-ო, მეუბნებიან...
ამიტომ აქ მაინც ვიტყვი
იქნებ უფრო დამაჯერებლად გამომივიდეს...
ერთადერთი შენთან ვთამაშობ...
ვთამაშობ ბოლომდე, ფარდამდეც და
ბისზეც.
და რომ იცოდე, როგორ მიჭირს და როგორი მიუჩვეველი ვარ.
ისე ძალიან, რომ "კიკინები მიჭერს"...
რომ შენ გეგონოს, რომ ჩემთან სულ მზეა,
სულ ვიღიმი და
მსუბუქად ვცხოვრობ...
რომ სულ არ მენატრები,
სულ არ დაკარგა ხიბლი ჩემთვის ყველა სხვა მამაკაცმა და
არ მომწყინდა ყოველ შაბათს
კაბასა და ქუსლებში გამოწყობილს
ღია კაფეებში სიგარეტის გაბოლება...
რომ აღარ შველის ჩემ თვითშეფასებას
სხვების ყურადღება და კომპლიმენტები,
რუჯი
და ახალი ვარცხნილობა...
ჰა ჰა...
არადა ეს ყველაფერი მით უფრო ირონიულია,
რომ იყო დრო და შენ ჩემი გულისთვის
საკუთარი გული
ამოგიღია
და დაგიდია
მაგიდაზე.
ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე და
პირდაპირ.
და მიუხედავად ყველაფრისა,
რაც მე შენთვის ოდესმე გამიკეთებია
და რაც მთავარია,
არ გამიკეთებია,
მაინც...
მელაპარაკებოდი მაშინ,
მარწმუნებდი,
მიმტკიცებდი,
მაგრძნობინებდი,
მაძალებდი...
მმმმმ...
მე კიდევ გაგექეცი...
ბავშვობის შიშებით
არასრულფასოვნებით
და
არასტაბილურობით
დამფრთხალი.
თან გავკიოდი, ორივესთვის ასე ჯობია-მეთქი...
არადა, თურმე მარტო შენთვის ჯობდა ეგრე.
მე კი დავრჩი გახვრეტილი სულით...
რომელიც აქამდე თურმე შენი სითბოთი იყო გამთელებული ისე,
რომ მე არც კი ვიცოდი,
სანამ არ მომაკლდა.
ახლა კიდევ უკვე გვიანია.
ცხოვრებამ ყველაფერი დააბალანსა -
რადგან მართლა მოვიდა ის დღე,
როდესაც შენ მე უკვე
აღარ მელოდები...
სამაგიეროდ ახლა გელოდები მე,
უბრალოდ იმაზე უფრო უიმედოდ,
ვიდრე აქამდე შენ მელოდებოდი...
და მართალია მე უკვე კარგა ხანი 19 წლის აღარ ვარ, მაინც
გამარჯობა, სევდავ!
გადავდივარ :\
1 year ago

მე ვის უნდა ვეუბნებოდე, მაგრამ ნუღარ იფიქრებ მაგაზე :შ
ReplyDeleteნუ მოუსმენ იმ მუსიკას რასაც მაგ პერიოდში უსმენდი :შ
უბრალოდ აღარ გადაიკითხო ეს პოსტი და რაც მთავარია გაიღიმე
<3
არ ვუსმენ მუსიკას საერთოდ და თუ ვუსმენ, ახლებს ძირითადად...
ReplyDeleteპოსტების გადაკითხვა ზოგადად არ მიყვარს
და ჩემზე კბილებგადმოკარკლულ ადამიანს ძნელად თუ შეხვდები...
მაგრამ შველის რო?
:)
თუმცა თანადგომისთვის მაინც დიდი მადლობა, ეგ ყველაზე მეტად სასიამოვნოა <3
ადრე ვიღაცამ მითხრა, შენზე ბედნიერი და sunny ადამიანი არ მინახავსო :) ეგ იქიდან დაასკვნა, რომ სულ ვიღიმები და ჩემს პრობლემებს სხვებს არასოდეს ვახვევ (ბლოგს თუ არ ჩავთვლით).
ReplyDeleteეს პოსტი რომ წავიკითხე და მერე კლოუნის კომენტარზე შენი პასუხი, ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდი:
1) ადამიანებს ბედნიერი და მხიარული ადამიანები უყვართ, იმიტომ, რომ სხვის სევდას ვერ იტანენ და არ იციან, როგორ მოუსმინონ, ან გაიზიარონ :|
2) რაც უფრო ღიმილიანი და მხიარულია ადამიანი, მით უფრო მეტი სევდა იმალება მასში. თან ისეთი სევდა ზოგჯერ, რომ ვერავინ წარმოიდგენს.
იმ დღეს ერთმა მასწავლებელმა გვითხრა, ეცადეთ არ დასევდიანდეთ და იცოდეთ, რომ ყველაფერი, ნეგატიური მოვლენებიც კი, რაც თქვენს ცხოვრებაში ყოფილა ან არის, თქვენივე პიროვნების გასაუმჯობესებლადააო და სულ ამას ვახსენებ ჩემს თავს. ხან გამომდის, ხან - არა, მაგრამ სევდა ზოგჯერ აუცილებელია, რომ ადამიანი რობოტად არ იქცეს.
ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებ!
დარიჩინო სხვა ბლოგი გავაკეთე და ლინკი ჩაასწორე რა :უსერ:^_^ <3
ReplyDeletehttp://klounuri.wordpress.com/