It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Friday 8 May 2009

ძალიან პოლიტიკური

დღეს დილიდან ძალიან პოლიტიკურ ტალღაზე ვარ...უფრო სწორედ, გუშინ ღამიდან.
რაღაც ისეთ ხასიათზე ვიყავი, ქე რომ საკუთარი თავის შეზიზღების პიკს ვაღწევდი და ყურადღების გადატანის მიზნით დავიწყე ინტერნეტში ქექვა, ბლოგიებიდან ბლოგეზე ხტუნაობა, პოლიიკური ნიუსების და მისთანანის კითხვა.

გადავაწყდი კისის ჩანაწერს "გვაცადეთ" და ძალიან მომეწონა. იმდენად მომეწონა, რომ საკუთარ სიფათწიგნზეც კი მივანოუთე.

მაგრამ... დრო გავიდა და დავუფიქრდი. დავუფიქრდი და

ძალიან გავიჭედე...

იცით რატომ გავიჭედე?!
იმიტომ რომ ჩვენი ოპოზიცია კი სასტიკად არ მომწონს მაგრამ.. პოზიციაც რომ აუტანელია?!
რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში საზოგადოებამ?! ამართლებს თუ არა პოლიტიკაში მეთოდი клин клином вышибают?!

გადახვევა: წინასწარ მინდა განვაცხადო, რომ ზოგადად ოპოზიციონერი ვარ და მიშას ხელისუფლება მოსვლის დღიდანვე არ მომწონდა, რის გამოც არაერთი კონფლიქტი მომსვლია მეგობართან, მეზობლეთან უცნობთან თუ ნაცნობთან :P

ანუ, მებადება შემდეგი რიტორიკული შეკითხვები:

როდესაც ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიისკენ მიდის (იდეაში), ერთპარტიული პარლამენტია, რა უნდა ვქნათ რომ ასე აღარ იყოს? არჩევნებიო, იტყვით ალბათ თქვენ და მეც დაგეთანხმებით, მაგრამ ხომ იყო ეს საპარალმენტო არჩევნები და ხომ გააყალბეს?! ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღიარა, რომ ხმათა დათვლისას უამრავი შეცდომა იყო დაშვებული. ჩვენი ძვირფასი პრეზიდენტი კი უარს აცხადებს ხელმეორე არჩევნებზე და მეტიც, საერთოდ არანაირი მოლაპარაკება არ სურს ოპოზიციასთან...

რა უნდა ქნას ხელხმა ქვეყანაში, როდესაც სკამზე დაჯდომიდან პირველსავე წელს პრეზიდენტს "უკვდება" პრემიერ მინისტრი, ერთ ერთი უგავლენიანესი პირი მთელს პოლიტიკურ ელიტაში და დღემდე გამოძიება "მიმდინარეობს"?!

რა უნდა ქნას ხალხმა როდესაც პრეზიდენტის მუნჯი თანხმობით მისი მარჯვენა და მარცხენა ხელები განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის ხალხს კლავენ?! და როდესაც ორი ბოთლი ლუდის მოპარვისთვის 14 წლის ბიჭუნას "სროკზე" უშვებენ მაგრამ სამაგიეროდ მიშას სოდის ბრიგადები ყველა მეტ-ნაკლებად შეძლებულ ქართველ ბიზნესმენს ფულს წველიან და აიძულებენ საკუთარი ბოსების პირადი ხმარებისათვის მანქანები იყიდონ (პირადად ჩემი დაქალის ძმა იყო მისული მანქანების ბაზრობაზე და 3 პრადო იყიდა, რათა სოდის მეთაურებისათვის მამამისის გამოსაშვები თანხის ნაწილად ჩაებარებინა და ეს ცხოველები იმდენად განაგლდნენ (მაპატიეთ, სიტყვა კადნიერებას ვერ ვიხმარ მათთან მიმართებაში), რომ თან გაყვნენ, საკუთარი გემოვნებით აერჩიათ)?!

რა უნდა ქნას ხალხმა როდესაც დანაშაულების გახსნის მაჩვენებლის ამაღლებისათვის კომუნისტურ პრაქტიკას მიმართავს პატრული - საკუთარ "გამომცხვარ" დანაშაულებს "ხსნის"?!

რა უნდა ქნას ხალხმა, როდესაც პრეზიდენტი საკუთარი დემაგოგიის შედეგად იწყებს აბსოლუტურად გაუთვლელ სამხედრო ოპერაციას ისეთი მტერის წინააღმდეგ, რომელსაც ნაპოლეონიც და ჰიტლერიც კი ვერ მოერია?! და განა იმიტომ, რომ მაგარი ქვეყანაა, უბრალოდ იმიტომ, რომ რუსეთში ხალხი არ მთავრდება... პრეზიდენტია ბოლოს და ბოლოს და პირველ რიგში იმ ხალხზე უნდა იფიქროს, ვინც მის დე ფაქტო იურისდიქციაში იმყოფება და არა იმათზე, ვინც დე იურეა, პოლიტიკოსობა ხომ ამას ქვია... და რა უნდა ქნას ხალხმა იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტმა ამ თავისი გაუმართლებელი ქმედებით ლამის იმედი დაგვაკარგვინა ოდესმე დავუბრუნოთ ოსეთი და აფხაზეთი?!

რა უნდა ქნას იმ ხალხმა, რომლის ლამის ერთადერთ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას პირდაპირ ეთერში არბევს სპეცრაზმი?!

ვაცალოთ?!

კიდევ სამი წელი ვაცალოთ?!

როდემდე ვაცალოთ, სანამ საბოლოოდ დაინგრევა ქვეყანა?!

ყველაზე მეტად რევოლუციებს ვერ ვიტან, მძაგს ჭირივით, არ მინდა რომ მიშა გადადგეს, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ დიალოგზე საუბარიც კი არარეალურია, რა უნდა ქნას ხალხმა?!

რა ვქნათ თუ ჩვენს პრეზიდენტს ჩვენი ხმის გაგონება არ სურს და იმალება?!

როგორ გავაგონოთ ხმა, თუ არ ვიყვირეთ?!

3 comments:

  1. მთავარი ისაა, რომ ხალხს არ უნდა სჭირდებოდეს პოლიტიკოსი უსამართლობის წინააღმდეგ რომ ხმა ამოიღოს... არ ვიცი, მე მგონი, რომ ესაა სამოქალაქო საზოგადოება.
    არადა მართალი ხარ :(

    ReplyDelete
  2. მეც ზუსტად მასეთი უიმედობა მწირს, ვერაფერში ვერ ვხედავ გამოსავალს, ყველაფერი უშედეგო იქნება, სააკაშვილის ცასვლაც და არ წასვლაც :(

    ReplyDelete
  3. ეჰ :( სამწუხაროა, რომ მართლა უიმედო მდგომარეობაში ვართ. ფაქტია, რომ ყველა ძალიან დავიღალეთ :| ხალხია ცოდო, პოლიტიკოსებს კიდიათ და თავისთვის იქნევენ ხელ-ფეხს :(

    ReplyDelete