რომ ჩემს გუნება-განწყობაზე მოქმედებს გაღვიძების დროს ამინდი;
რომ ძალიან მიყვარს რომანტიკული მელოდრამები (ამერიკულებიც კი);
რომ ტყუილის თქმა არ მიყვარს;
რომ მარილიანი მირჩევნია ტკბილს;
რომ დღემდე ძალიან მიამიტი ვარ და ყველაფრის მჯერა;
რომ პირველ რიგში ჩემ თავს ვადანაშაულებ და მერე სხვებს;
რომ ძალიან მენანება ადამიანების დაკარგვა;
რომ სენტიმენტები მიტევენ ხოლმე და აივანზე სიგარეტს ვეწევი აიპოდით ყურში ღამის 4 საათზე;
რომ "არა"-ს თქმა პირდაპირ არ შემიძლია და შემოვლით გზებს ვეძებ იმ იმედით, რომ მიმიხვდებიან;
რომ არ ვიცი პირფერობა და დღემდე ან ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, ან საერთოდ არაფერს;
რომ ჩემს გარშემო ხალხს ვცდილობ შევუქმნა კომფორტი საკუთარი დისკომფორტის ხარჯზე;
რომ საჩუქრების ჩუქება უფრო მიყვარს, ვიდრე მიღება;
რომ ინტრიგებს ვერ ვხლართავ;
რომ დღემდე მიკვირს, როდესაც ვინმეს ჩემთან ურთიერთობის სურვილი გაუჩნდება;
რომ ჯერ კიდევ ვერ გავიზარდე, მიუხედავად იმისა, რომ ნაადრევად დავბერდი;
რომ მიყვარს მარტოს ცეკვა, როდესაც ვერავინ მხედავს;
რომ ყოველთვის კარგად ვსწავლობდი და ვმუშაობდი;
რომ მიყვარს პაპსა მუსიკა (გულში, ხანდახან);
რომ ქერა თმა მაქვს;
რომ დღემდე მჯერა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეს მივაღწევ...
ყველაფერ ამას ვერ ვიტან!
და ვფიქრობ, რამდენად უფრო ადვილი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ზემოჩამოთვლილი რაღაცეები რომ არ მახასიათებდეს...
მაგრამ მერე მიჩნდება ხოლმე ასეთი შეკითხვა -
ცხოვრება იქნებოდა რო ეს?!
მეც ვერ ვიტან ამ სასტიკად გულისამრევ ამინდს :|
ReplyDeleteხოდა ამ ურთიერთობებს და გაკვირვებებს ნუღა იტყვი... :|
მარტო ცეკვა, როცა ვერავინ გხედავს, ყველაზე მაგარია! <3
ReplyDeleteმიუხედავად იმისა, რომ გიწერია ვერ ვიტანო, მე მგონია სწორედ ეგ თვისებები მოგწონს შენში :) მე მომეწონებოდა :)
პ.ს რამდენი ხანია აღარ დაგიწერია, ნუ მიატოვებ ასე ბლოგს :) ნეტავ საქართველოში ხარ ისევ? ალბათ ესეც არის მიზეზი, რომ აღარ წერ :))
@ Natalia იცი, რაღაცნაირად მართალი ხარ, ეს თვისებები მე მომწონს ჩემში, იმიტომ რომ ზოგადად დადებითად ითვლება. მაგრამ ირონია სწორედ იმაშია, რომ სწორედ ამ თვისებების გამო წამიტეხავს ყველაზე ხშირად ცხვირი - მარტო ცეკვის ჩათვლით :) და ხანდახან მართლა მთელი გულით მინდა ხოლმე არც ერთი მათგანი არ მახასიათებდეს, იმიტომ რომ უფრო მეტი პრობლემა მოაქვს, ვიდრე სარგებელი. მაგრამ მერე ვხვდები, რომ მათ გარეშე ასპროცენტიანი ცინიკოსი გავხდებოდი და მაგას მემგონი კიდევ მოვასწრებ :)))
ReplyDeleteრაც შეეხება ჩემს რელოკაციას - მართალი ხარ. დეკემბრის ბოლოდან თბილისში ვარ და წერისათვის ნაკლებად მცალია. მაგრამ მემგონი ცოტ-ცოტა მიბრუნდება შთაგონება და აბა ვნახოთ :)
მიხარია, რომ ჩემი ძველი ბლოგობრები არ დამიკარგავს :)
უი, ქერა თმას რატომ ვერ იტან? აბა, რა ფერი გინდა?
ReplyDeleteნატალიასი არ იყოს, კარგია თუ დაბრუნდები ნელ-ნელა :)
me maqvs shentan urtiertobis survili gachenili da tu ar gagikvirdeba, rodesme davliot darichinis chai ertad :)
ReplyDeleteტყუპისცალი აღმოგაჩინე? :D
ReplyDelete21 "ვერვიტანიდან" ვერ დაგეთანხმები მხოლოდ ქერა თმის ვერატანაში და სიგარეტის მოწევაში :)