It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Sunday 25 October 2009

გულის მეზობელს

რომ იცოდე, როგორ მომენატრე...

კი გნახე ივლისში, მაგრამ, როგორც იტყვიან, საშინლად "მეცოტავე"... რთულია, როდესაც ვიღაცას, რაღაცას მიჩვეული ხარ ყოველდღიურობაში და მერე უცებ უნდა იკმარო დოზირებულად...

არადა, არც ისე ძალიან მჭირდები... არა, გთხოვ, ცუდად არ გამიგო, უბრალოდ სიმართლეს გეუბნები - მიყვარხარ ძალიან, მაგრამ ამავე დროს მშვიდად, აუჩქარებლად. მენატრები კიდევაც ხანდახან. აი, იცი როგორი ხარ ჩემთვის? ბავშობიდან გამოყოლილი მეგობარი ხარ. ის შეჩვეული ჭირი ხარ, ახალ ბედნიერებას რომ ურჩევნიათ. იყო წლები და ჩვენ ერთმანეთში ვარსებობდით - მე შენში და შენ ჩემში - მოგვწონდა ეს თუ არა. ხოდა კი შევეწყვეთ ერთმანეთს. ზოგი კი ამბობს რომ შეჩვევა სიყვარულიაო...

იცი, მე ის ვარ, ვინც ვარ იმიტომ, რომ შენ ჩემს ცხოვრებაში არსებობ. შეგნებულად არ ვამბობ "არსებობდი", იმიტომ რომ ეს აღიარება იქნება ჩემი მხრიდან... აღიარება დამარცხების. ასეთები კი მე არ მეკადრება. თანაც, ბოილოს და ბოლოს, სულაც რომ მოვინდომო, უბრალოდ უკვე ვეღარ ამოგშლი...

ამ დროს რა არის იცი ყველაზე საინტერესო? არც არასოდეს მიდნოდა. ბევრისგან გამიგია, რომ შენთან შეგუება უჭირთ... ბევრისგანაც გამიგია რომ ახლა, როდესაც შენთან აღარ აქვთ მუდმივი კავშირი, არც არასოდეს დაგიბრუნებენ თავიანთ ცხოვრებებში... მიჭირს გაგება იმისა, თუ რამ გაამწარათ ასე ძალიან.

განა არ ვიცი, რომ საზიზღარი ჭორიკანა ხარ? ძალიან კარგადაც ვიცი! მაგრამ ზუსტად მაგ შენმა ჭორიკნობამ მასწავლა, რომ სახელს ყველაფერზე ძალიან უნდა მოუფრთხილდე... განა არ ვიცი, რომ ძალიან შეზღუდული ხარ? ვიცი ბატონო, მაგრამ სწორედ ამ შენმა შეზღუდულობამ მომანდომა გამეწია ჩარჩოები და ალტერნატიული ვარიანტები მეძებნა... ისიც მშვენივრად მომეხსენება, როგორი "ხრჩობა" ხარ ხოლმე ხანდახან, ადამიანს კლაუსტრაფობიას აკიდებ... სამაგიეროდ, ჰაერის ეკონომიურად და, რაც მთავარია, მიზნობრივად ხარჯვა ვისწავლე... ერთი ის ვერ გეშველა, რომ დროდადრო ყარხარ... ოღონდაც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თუმცა, მე ეს ნაკლებად მეხება ხოლმე და ალბათ, არც უნდა ვწუწუნებდე.

მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ხომ ზიხარ ჩემს გულში? შესისხლხორცებული მყავხარ... ხაომ ხარ თბილი, ხომ ხარ ასეთი ნაცნობი, მშობლიური, მაგრამ, ამავე დროს იდუმალიც, როდესაც პირისპირ მარტონი ვრჩებით... ხომ ხარ არეული და აჯაჯული, ზოგან გაპრიალებული და ზოგან დაძონძილი, ულამაზესი და ზოგჯერ მახინჯი... ბოლოს და ბოლოს, ყოველი ჩემი სიყვბარულის პირადი მოწმე ხარ და ამ გრძნობებთან დაკავშირებული ყოველი მოგონება უშენოდ წარმოუდგენელია. ჩემი ღამის ცრემლიც ნანახი გაქვს შენი მოციმციმე თვალებით და ჩემი დღის სიცილიც გაგონილი...

ხოდა რავიცი, მიჭირს ძალიან უშენოდ...

რა ვქნა, რომ ზუსტად ისეთი მენატრები, როგორიც ხარ...

შენი ჭუჭყითა და ოქროთი...

ყველა გზა ხომ რომისკენ კი არა, შენსკენ მიდის

ჩემო ერთადერთო,

თბილისო...



P. S. ესეც შთაგონების წყარო. შეგიძლიათ ჩამქოლოთ, მაგრამ ცრემლი მომადგა ამის პირველად ნახვასა და გაგონებაზე...

6 comments:

  1. ააი, პირველად მოხდა რომ სადღაც პოსტის შუაში მივხვდი რაზე იყო საუბარი და გამიხარდა :))

    სულ ვფიქრობ, ნეტავ მე თუ მიყვარს თბილისი? პასუხი ჯერ არ მაქვს ამ კითხვაზე, ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხნით არ დამიტოვებია ეს ქალაქი, თუ საზაფხულო არდადეგებზე სოფელში/ზღვაზე წასვლას არ ჩავთვლით..

    ReplyDelete
  2. ჰეჰ, მართლა მიხვდი?
    რა მაგარია...
    ან ჩემი სამწერლო ოსტატობა კლებულობს :P
    მადლობა იმისთვის, რომ მაინც ცოტათი თავს ძალა დაატანე და კომენტარი დაწერე, თუმცა არ იყავი ვალდებული ;)

    ReplyDelete
  3. rogro miyvars sheni eseti epstoleebi :)

    magram amjerad mec dasacyisshive mivxvdi ro qalaqi iyo da mere maleve,romelic :)

    magram samcerlobo ostatoba mgoni ar klebulobs,yovel shmtxvevashi me siamovnbit viqnebodi magis damceri,mechema...

    ReplyDelete
  4. მე თბილისი ხომ მიყვარს და მიყვარს, მაგრამ მთლიანად საქართველოს არაფერი ჯობია და ამას მაშინ ვხვდები ხოლმე, როცა უცხოეთში მივდივარ და მართლა უცხო-ეთში ვხვდები.

    ReplyDelete
  5. მიყვარს მეც ეს ჩვენი თბილისი ... :)

    ReplyDelete
  6. ძაან მომეწონა ეს პოსტი :)

    ReplyDelete