It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Wednesday, 25 March 2009

აპოლიტიკური

დღეს ძალიან საინტერესო რამ გადამხდა თავს. 

ლექციის დაწყებამდე მე და ჩემი ჯგუფელი Катя ვიდექით უნის შესასვლელთან, ვეწეოდით, ვეფიცხებოდით მზეს (გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა ჰაერში და გვინდოდა ჩვენი წილი ვიტამინი D მაინც მიგვეღო,რუჯი თუ არა) და ის მიყვებოდა გუშინდელი პიცის საღამოს ჭორებს, რომელიც მე გამოვტოვე, რადგანაც დეპრესიის შეტევა მქონდა და სახლში დარჩენა გადავწყვიტე.

შუა ლაპარაკში მოგვიახლოვდა ერთი სიმპატიური ახალგაზრდა და რუსულად გვთხოვა სანთებელა.
ორივეს, მეც და Катяსაც ჯერ გაგვიკვირდა, იმიტომ რომ ამ ერთ-ერთ რიგით ევროპულ უნივერსიტეტში არ ვართ მიჩვეულები რუსული ენის გაგონებას არავისგან, საკუთარი თავების გარდა. შემდეგ კი გაგვიხარდა, რადგანაც ახალგაზრდა იყო საკმაოდ სიმპატიური, აშკარად მეგობრული და რაც მთავარია, მწეველი.

საუბარი ჩვეულებრივად წამოიწყო, ახალგაზრდას ერქვა სერგეი, იყო 23 წლის და უკვე 12 წელი ცხოვრობს თურმე აქ. საინტერესო ნაწილი შემდეგ გამოჩნდა:
- Ну, девчёнки, а вы откуда?
- Я лично из Питера.
- О, круто!!! А ты?
- Тбилиси... А сам?
- Украина...

ფრაზის დასრულებისთანავე საინტერესო სიჩუმე ჩამოვარდა...
და მერე სამივეს ისტერიულად გაგვეცინა.

ხოდა გამიჩნდა ასეთი სასაცილო აზრი:

მაძღარ კუჭზე არავინ ფიქრობს ამაღლებულ იდეალებზე...

უნდა ვაღიარო, რომ ეს მთლად ჩემი აზრი არ არის. ეს დებულება საკმაოდ საინტერესოდ და ძააააალიან სასაცილოდ თავის დროზე არაჩვეულებრივად განავითარა ჯერომ კლაპკა ჯერომმა ნოველაში "საჭმლისა და სასმელის შესახებ", მაგრამ ეს ამბავი მხოლოდ ხაზს უსვამს ამ თეორიის სისწორეს.

ვიდექით ასე, სამი ძველად სოციალისტურად დამეგობრებული და ახლა ერთმანეთთან დაპირისპირებული (ნუ საქართველო და უკრაინა კი მეგობრობენ რუსეთის წინააღმდეგ მაგრამ მაინც) ნაციის წარმომადგენელი და ვიცინოდით ჩვენს ეროვნულ, ნაციონალურ, წესით სისხლში ჩამჯდარ კონფლიქტზე...
და საღამოს შევთანხმდით დაგველია ლუდი... ან სულაც ვოდკა, ჭაჭა ან ღორილკა...

და რატომ?
ალბათ იმიტომ, რომ სამივე ვცხოვრობთ ევროპაში, ლამაზ ქალაქში, ვსწავლობთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ვეუფლებით პროფესიას, რომელიც საკმაოდ ნორმალურ ანაზღაურებას მოგვიტანს მომავალში, ირგვლივ მზე ანათებს და ყველაფერი მშვიდადაა...
ჩვენს მიკროსამყაროში,
ჩვენს კუჭში...

ხოდა დამებადა რიტორიკული შეკითხვა...
თუ ეგოიზმი მავნე თვისებად ითლება ადამიანში,
რატომ არის ურა-პატრიოტიზმი ასეთი საამაყო?

3 comments:

  1. აჩვენეთ ეს ადამიანები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება :)

    ReplyDelete
  2. ურაპატრიოტიზმი საამაყო არ არის, ეგ ისინი ამაყობენ, ვისაც პატრიოტიზმში ერევა ;)
    ძალიან კარგი პოსტი იყო, ცოცხლად წარმოვიდგინე, როგორ იცინოდით სამივე :love:

    ReplyDelete
  3. ერთადერთი შედარებით ნორმალური პოსტი ამ ბლოგზე.. :)))

    Nothing Personal ;)
    Just ერთი რჩევა: თუ მაინცდამაიცნ "სალიტერატურო" ქართულით გინდა წერო, რთული თანწყობილი წინადადებები გამოიყენო და, კაკ მინიმუმ, მზექალა შანიძეობაზე გაქვს პრეტენზია, ცოტა მეტი ქართული ლიტერატურა წაიკითხე :))
    ინტელექტის კოეფიციენტზეც დადებითად აისახება და როცა მოგინდება, რომ "პროზაული" ლობიო რამით ჩაანაცვლო, შესაბამის სიტყვას ადვილად გაიხსენებ :)

    რომ გიცნობდე, განმარტებით ლექსიკონს გაჩუქებდი, ყველანაირი ბოღმის და ღვარძლის გარეშე :)

    ძალიან ხელოვნური და "პიზდეცინტელექტუალურია" შენი ნაწერი.

    Good Luck and Best Regards :2kiss:

    ReplyDelete