თუ პირველი პოსტი ასე თუ ისე ყოველთვის მოგწონს, მეორე საწვალებელია – ასე ვთქვათ სტანდარტი უკვე მონიშნულია, მასზე დაბლა არ უნდა ჩამოხვიდე... ესეიგი, დაგრჩენია ერთადერთი გზა – სულ ზევით, ზევით... მაღლა და მაღლა.
და რა ვუყო იმას, რომ დღეს არც არაფერი მომხდარა ისეთი, ღირშესანიშნავი? დილიდან უჟმური ამინდია, ცრის და ფანჯრის რაფაზე მოკაკუნე ხის ტოტზე გაჩენილი კვირტებიც კი ვერ მახალისებენ მაინცდამაინც...
ახლა დავალებას უნდა ჩავუჯდე და სასტიკად მეზრება.
Supernatural sucks bigtime...
P. S. აშკარად დასახულ სტანდარტზე დაბლა ჩამოვედი, მაგრამ არაუშავს. ეს ხომ თვით ორიგინალურობაა...
ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ უამრავი ადამიანი თავის ჩაფლავებას, წარუმატებლობას, ლამაზად ფუთავს და ”ორიგინალურობად” ასაღებს... დაკვირვებიხართ თქვენც? ასე მაგალითად – წაიკითხავენ შექსპირს, ჩათვლიან, რომ ყველაფერი ზედმეტად მარტივია და იწყებენ დემაგოგიას იმის თაობაზე რომ შექსპირის რეალიები მოკვდა. ვითომ ორიგინალურები არიან...
ან კიდევ – უნდათ ყავდეთ ვინმე, მაგრამ არ ყავთ და თავს კვლავ ორიგინალებად ასაღებენ – მათ ხომ ვერავინ გაუგო და მათ ორიგინალურობას და უნიკლაურობას ბოლომდე ვერ ჩაწვდა...
ან კიდევ – ზედმეტად ემოციურები რომ დაიარებიან, დამწუხრებულები და დღე და ღამ იმაზე წუწუნებენ, როგორ არ უმართლებს ამ ქვეყანაში, რა მუხანათია ეს წუთსოფელი და როგორ ყველაფერი ფულზე გაიყიდა, როგორ ერევათ გული ამ ამაზრზენ სამყაროზე და როგორ არ კადრულობენ მისი წესებით ცხოვრებას... სინამდვილეში კი...ისევ დამებადა რიტორიკული შეკითხვა:
სად გადის ზღვარი ნიჭსა და პათეტიკურობას შორის?
რა კარგი პოსტი იყო, დარიჩინ :ლოლ: ასეთია ცხოვრება, სინამდვილეში ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომ კარგად გაიყიდოს. შეიძლება ფულზე არა, მაგრამ მაინც ყიდი ყველაფერს რა. აი თუნდაც ის ემო-ტიპები, დამწუხრებულ-მელანქოლიკები, ხო ყიდიან ამას და ვიღაცა "ყიდულობს", არაპირდაპირი გაგებით. ან კიდევ ჩვენი ბლოგები, რაღაც ვარიანტში ვყიდით, კომენტარებს ველოდებით და გვინდა, საკაიფო რამეები დავწეროთ. ხოდა, არ უნდა იფიქრო ბევრი ;) JUST DO IT!
ReplyDeleteსპროცენტიანი ხარ, სოფი!
ReplyDeleteმაგრამ რაშია იცი საქმე? კი, ყველანი ყველაფერს "ვყიდით" რაღაც დონეზე ალბათ, მაგრამ...
რაშია იცი საქმე?
მე გაყიდვასთან არ მაქვს პრობლემა, მე პრობლემა მაქვს მოსაჩვნ "უანგარობასთან"...
ანუ ზუსტად იმ პათეტიკურობასთან, რომელიც ხანდახან ძალიან ახლოს დგას ნიჭთაან...
ეს პოსტი რეაქციაა იმაე, თუ როგორ შემომჩივის რამოდენიმე მეგობარი თბილისიდან, თუ რაოდენ ცუდია იქ ცხოვრება და როგორ ღლით და ტანჯავთ იქაური ყოფა. და ამიტომ ასე ვთქვათ, სტრანნობენ, დადიან ბოჰემურ ადგილებში, იქმნიან სასოწარკვეთილ იმიჯს, არიან "ორიგინალურები"...
სინამდვილეში კი არც იქიდან წამოსასვლელად შნო და მონდომება არ ყოფნით, არც მიზანმიმართულება იმისი, რომ თავად შეიქმნან ისეთი ყოფა, როგორიც უნდათ...
ჯდომა, წუწუნი და ორიგინალურობა ხომ გაცილებით მარტივია...
:)
შნო და მონდომებაზე ახლა იცი რა გამახსენდა? საქართველოში ყოველი მეორე წუწუნებს, რომ თავისუფალი მედია არ არსებობს, როგორ თრგუნავს ცენზურა ტელევიზიას, რადიოს, ზოგიერთი ჟურნალისტი მხოლოდ პირად საუბრებში და არაჩანაწერისთვის აცხადებს, როგორ იტანჯება ისეთ ატმოსფეროში. ამ დროს არაფერს აკეთებენ. ინტერნეტი ხომ არის თავისუფალი, თუ მართლა გინდა საზოგადოებისთვის რაღაცის თქმა, გააკეთე ბლოგი და გამოხატე შენი თავისუფალი აზრი. ამ დროს არცერთ ჟურნალისტს ბლოგი არ გააჩნია, შესაბამისად, ზუსტად ვიცი, რომ არც სურვილი, და მოსწონთ მერე ტანჯულებად თავის გამოყვანა. ალბათ ადამიანის ბუნებაა ასეთი, სხვა რა ვიფიქრო?
ReplyDeleteაი ზუსტად ამას ვგულისხმობ, სოფ :)
ReplyDeleteმიხარია, რომ მიხვდი!
ასეთმა დამოკიდებულებამ გადამრია, წუწუნი, წუწუნი, მაგრამ ამ გარემოების გამოსასწორებლად არავინ არაფერს აკეთებს. თუნდაც შენ რასაც ამბობ, მედიის მაგალითე, გაცილებით ადვილია იჯდე და მოთქვამდე ცენზურაზე, იმის მაგივრად რომ მართლა რაღაც დაწერო, იშრომო, მოინდომო, ზიხარ და ჰაერს აფუჭებ :P