ფენომენალური რაღაცაა ფორუმ.გე
კარგა ხნის დარეგისტრირებული ვარ, მაგრამ ხშირად არ ვპოსტავ და ისიც ძირითადად კულტურისა და ხელოვნების განყოფილებაში. მიუხედავად იმისა, თვალყურს ყოველთვის ვადევნებ თუნდაც პოლიტიკის განყოფილებას, კურიერის ონლაინში ყურების გარდა რაიმე ადეკვატური საინფორმაციო წყარო რომ მქონდეს.
მაგრამ ეს ჩემი პოსტი სულ სხვა რამის შესახებ არის.
კერძოდ კი იმის შესახებ, თუ რა ფენომენალური რაღაცაა ქართული ინტერნეტ-სივრცის ისეთი მოვლენა, როგორიცაა თბილისის ფორუმი და რა გავლენას ახდენს იგი პიროვნებებზე.
არ მინდა რომ შეურაცხმყოფელად ჟღერდეს ვინემსთვის, მაგრამ დიდი ხანია დავასკვენი რომ “უსათაურო”-სა და “ქალი და მამაკაცი”-ს განყოფილებაში მპოსტველთა აბსოლუტური უმრავლესობა არის ცხოვრებაში არარეალიზირებული კლასიკური “ლუზერი”. ვერ ვიტან ამ სიტყვას, მაგრამ სხვა შესატყვისს უბრალოდ ვერ ვპოულობ. მაგალითისათვის ავიღოთ თუნდაც ფორუმის მონაწილეთა სურათების თემა – რამოდენიმე იღბლიანი გამონაკლისის გარდა ძირითადად იდება მამაკაცურ ყურადღებას მოწყურებული მდედრების მობილურით გადაღებული ცუდი ხარისხის ავტოპორტრეტები, რომლებშიც ისეთ სახეებს კერავენ, იდეაში ვნებიანი გამოხედვა რომ უნდა გამოსდიოდეთ და რეალურად ისეთი გამჭოლი მზერით იყურებიან, ბუასილსაც რომ სცხვენია და იკურნება. და რაც ყველაზე საწყენია, ეტყობა მაინც ვერ იღებენ სათანადო ყურადღებას, რადგანაც მაინც რეგულარული სიხშირით ტვირთავენ სულ ახალ და ახალ ეგზემპლარებს იმ იმედით რომ მათი სიკეკლუცით მოხიბლული მამრები PM-ებს გამოუგზავნიან...
მეორე კატეგორიაა აშკარად მახინჯი არსებები რომლებმაც იციან ეტყობა რომ ქვეყნად არ არსებობს ფოტოს გადაღების ისეთი რაკურსი, რომ შეუხედავებად არ გამოჩდნენ და ამ ფაქტს შეგუებულები, სხვების ჯინაზე და არიქა-მე-არ-მაქვს-გარეგნობის-კომპლექსი-აბა-რამე-მითხარით-თუ-გაბედეთ ტიპის ფოტოებით მიაქვთ თემა და რატომღაც ამაყობენ იმით რომ უკანასკნელი ბომჟებივით რაღაც გაუგებარ ნაგვით გადაჭედილ ეზოებში, სახურავებზე და ბაღებში ლოთაობენ და ხაზს უსვამენ საკუთარ უკომპლექსობას. ჩემი აზრით კი, სწორედ ესაა ყველაზე დიდი კომპლექსი – როდესაც დაჟინებით ამტკიცებ რომ არავითარი კომპლექსი არ გაგაჩნია. ზოგადად ყველანაირად მისასალმებელია, როდესაც ადამიანი კლიშეებით არაა შეზღუდული, მაგრამ როდესაც პუბლიკაზე დაჟინებით ავლენს ამ თავის ”თავისუფლებას”, უარესს კლიშედ გადაიქცევა...
ყველაზე მეტად კი ე.წ. ფორუმული თავყრილობების ფოტოები მომწონს. ვატყობ, რომ ძირითადად ერთმანეთში მეოგბრობენ და ერთად ერთობიან, რაც არცაა პრინციპში გასაკვირი, იმიტომ რომ არა მგონია რეალურ ცხოვრებაში ბევრი მეგობარი ყავდეთ ინტერნეტ სამყაროს გარეთ გაჩენილი. ანდა შეიძლება ყავდათ კიდეც, მაგრამ შთაინთქა ფორუმმა და ახლა ახალ, თავისუფალ და მხიარულ ვირტუალურ მეგობრებთან ურჩევნიათ დროის ტარება. ეტყობა ბევრი ქაჯი ერთად რომ იკრიბება, ნაკლებად ქაჯები ჩანან საკუთარ თვალში.
მაგრამ ამ ყველაფრის პიკი ისაა, რომ სასტიკად არიან აცრილები ე.წ. “სვეცკ” საზოგადოებაზე, ანუ, როგორც მე დავადგინე, ისეთ ხალხზე, რომელიც დაბადებული და გაზრდილია თბილისის რომელიმე ცენტრალურ უბანში, გასართობად დადის შარდენზე, დადის ნორმალურ კლუბებში, დაძონძილ-დაუვარცხნელი ქუჩაში არ გამოდის და ეს მთელი ვირტუალური “დვიჟენია” ძალიან მაგრად ჰკიდია. ეტყობა გულზე ხვდებათ რომ ვიღაცა ცხოვრებისეულად თვითრეალიზირებულია და საკუთარი ეგოს ამაღლებას ფორუმზე ძალით “სტრანნი”, ხელოვნებისაკენ მიდრეკილი, უკოპლექსო არიქა-ყველასგან-გამორჩეული-ვარ-იმიტომ-რომ-იასამნისფრად-ვწერ (თან არაერთ ფორუმელს აქვს ეს ფერი რატომღაც აჩემებული, ეტყობა მოდაშია) პოსტებით არ ცდილობს. არადა საკმარისია ერთხელ მაინც დაწერო ისეთი რამ რაც მათ “თავისუფალ” აზროვნებაში არ ჯდება, რომ ანათემას გადაგცემენ და დაბოღმილები შურს იმით იძიებენ, რომ შენს მიერ დადებულ სურათს (თან შენი საკუთარი თავის კი არა, სხვის სურათს, რომელსაც დადებ და იტყვი, რა ლამაზი ადამიანიაო) მიახტებიან და იმას გაგილანძღავენ, რასა გავსო და ავარდნილიაო. მხოლოდ იმიტომ გაგილანძღავენ, რომ შენ გიკბინონ და იმიტომაც, რომ ის ადამიანი, რომლის ფოტო შენ დადე, ვერელია, 53-ე სკოლა დაამთავრა, აქვს ფული და მათნაირ მართლა გოიმებთან არ მეგობრობს.
ერთი პერიოდი ძალიან დავინტერესდი ასეთი ხალხის ყოფა-ცხოვრებით, გავიცანი უამრავი მათგანი (როდესაც თბილისში ვიყავი და ამის საშუალება მქონდა) და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არანაკლებ საცოდავები არიან იმ ადამიანებზე, რომელბთანაც ერთად ვიზრდებოდი და რომლებიც ახლა ან როჟების ყრას გადაყვნენ შარდენზე, ან კიდევ წამალზე სხედან.
სხვის თვალში ნამცეცის დანახვა და საკუთარ თვალში მორის არ შემჩნევა წმინდა ფორუმული ფენომენია?!
ძალიან კარგად გადმოეცი ის,რაც ამდენი ხანია თავში მაქვს :) ზუსტად მასეა რა, აი ზუუუუუუუუუუუუსტად :)
ReplyDeleteბღავო <3
ოხ, მადლობა :)
ReplyDeleteსიმართლე გითხრა, რატომღაც ბლოგზე ველოდებოდი რომ ანათემას გადამცემდნენ ამ პოსტის გამო, იმიტომ რომ ბლოგერთა უმრავლესობა ფორუმზეცაა დარეგისტრირებული...
მაგრამ, როგორც ჩანს, შევცდი
და მინდა აღვნიშნო, რომ საკუთარი შეცდომა ასე ძალიან ჯერ არ გამხარებია :)
ფორუმი საერთოდ საინტერესო ადგილია )) ადრეც მითქვამს და აქაც გავიმეორებ, რომ ჩვენი საზოგადოების მინი–მოდელია. შესაბამისად ადამიანთა ჯგუფები, მათი აზრები და ა.შ. ისეთივე როგორც ქვეყანაში, ოღონდ შემცირებული მასშტაბებით.
ReplyDeleteხოლო კითხვას რაც შეეხება, ერთადერთი კონტრშეკითხვა გამიჩნდა:
ეკო, ცოტა ხნის წინ ფორუმელთა სურათები, გადავსებული იყო(ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) შენი ავტოპორტრეტებით (მართალია მობილურის ნაცვლად, ფოტოაპარატით იყო გადაღებული, მაგრამ მაინც) და რამ შეგაცვლევინა აზრი ასე მალე? :) თუ არ ვცდები ფორუმელი შეყვარებულიც გყავდა, სანამ წახვიდოდი :) ხოდა რა ვიცი)
აგრესიად და ანათემად არ მიიღო. უბრალოდ მარტივი ადამიანური ინტერესია )
კი, გადავსებული იყო მაგრამ:
ReplyDeleteა) არც ერთი არ იყო ავტოპორტრეტი,
ბ) სახეებს არ ვკერავდი
ც) სპორტული ინტერესით იყო გამოწვეული (ანუ მაინტერესებდა ფორუმის სურათებში სურათის დადება რა კონტრრეაქციას იწვევს ხოდა გავიგე და როდესაც გავიგე, შევწყვიტე, იმიტომ რომ მომწყინდა).
დ) ფორუმული შეყვარებული არ მყავდა - მე და ის ადამიანი რომ ვხვდებოდით ერთმანეთს, ფორუმზე არ პოსტავდა და საერთოდ სხვა მხრიდან ვიცნობთ ერთმანეთს.
არც მიმიღია ანათემად. შენ იმ რამოდენიმეთაგან ერთ-ერთი ხარ, რომელიც არ მიმაჩნია ტიპურ "ფორუმელად", და ეგეც არ მიიღო კომპლიმენტად :P
და ის, რომ ფორუმი ჩვენი სოციუმის მინისახეა, ვერ დაგეთანხმები.
მე სანამ ფორუმზე დავრეგისტრირდებოდი, ასეთ ხალხს მართლა არ ვიცნობდი. არ ვამბობ, რომ უკეთესებს ვიცნობდი, მაგრამ მართლა სულ სხვანაირ ხალხში ვტრიალებდი. ამიტომ შემიძლის სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ფორუმი ძალიან განსხვავებული სოციუმია.
:) არაა განსხვავებული. უბრალოდ იქ არის ისეთი ხალხიც რომლის მსგავსები გინახავს და ისეთებიც, როგორებიც არ გინახავს )) ასე რომ, კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ გახვიდე მხოლოდ შენი წრიდან და ნახო რომ ჩვენს საზოგადოებაში ბევრი სხვა და სხვა ტიპის ადამიანები, მათი ჯგუფები და ა.შ. არსებობენ ))
ReplyDeleteხოდა ზუსტად ამას ვამბობ, ამიტომაც ვიყავი დაინტერესებული ე.წ. "ფორუმული" ყოფა ცხოვრებით, რომ მენახა იმ წრისგან განსხვავებული, რომელშიც მე ვტრიალებდი.
ReplyDeleteმივედ, ვნახე, არ მომეწონა. რატომ არ მომეწონა ამის მიზეზები იხ. ზემოთ :)
არ უარვყოფ, რომ ფორუმი ძალიან კარგი საინფორმაციო წყაროა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც სამშობლოს მოწყვეტილი ვარ, მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე დავრჩები, მითუმეტეს რომ ჰაერზე ნათქვამი არაა, ისევ ისეთივე ჯოგური პრინციპი მოქმედებს როგორც სხვა განსხვავებულ წრეებში.
უცხოეთის წრეზე ჩემს დაკვირვებს მოგვიანებით ჩამოვაყალიბებ, ბევრი სტერეოტიპი და მითი დამენგრა და გავუზიარებ მერე მკითხველს ;)
sayvarelo es shen didi siyvarulit :*
ReplyDeletehttp://forum.ge/?f=25&showtopic=33953458
ეს პოსტი მიყვარს 99% ით
ReplyDeleteდაამატე ბოლოში - ”და მეც მათ შორის ვარ” და მეყვარება 100% ით.
sheni suratebi romel kategorias ekoutvnis barem egec getqva:))
ReplyDeleteну саертод форуми лузеребиствисаа реалур реализебас вер вахдент да соц кавширебс манд вамкаребт...
ReplyDeleteრა დარიჩინს აფუჭებ,ნწ-ნწ :D
ReplyDelete"ა) არც ერთი არ იყო ავტოპორტრეტი,
ReplyDeleteბ) სახეებს არ ვკერავდი
ც) სპორტული ინტერესით იყო გამოწვეული (ანუ მაინტერესებდა ფორუმის სურათებში სურათის დადება რა კონტრრეაქციას იწვევს ხოდა გავიგე და როდესაც გავიგე, შევწყვიტე, იმიტომ რომ მომწყინდა).
დ) ფორუმული შეყვარებული არ მყავდა - მე და ის ადამიანი რომ ვხვდებოდით ერთმანეთს, ფორუმზე არ პოსტავდა და საერთოდ სხვა მხრიდან ვიცნობთ ერთმანეთს."
რატომ გადაწყვიტე, რომ სხვას უნდოდა სპეციალურად ინტერესის გამოწვევა, ან სპეციალურად კერავდა როჟებს? მართალი რომ გითხრა, ზოგადად ფორუმელებზე რასაც ამბობ, იგივე პირადად შენზე მითქვამს
თვლი რომ ცილის წამებაა?
მაშინ შენი ნათქვამიც ცილისწამებაა )))
ან რატომ თვლი რომ რომელიმე ფორუმელ მახინჯზე ლამაზი ხარ? შენც რიგითი სურათების მყრელი ფორუმელი ხარ )))
საინტერესო პოსტია. მიჭირს რაღაცეებში არ დავეთანხმო და ზოგ რაღაცაში, დავეთანხმო.
ReplyDeleteთქვი, რომ ასეთ ხალხთან არ გქონია რეალობაში ურთერთობა და ფორუზმე ნახე ყველა ერთად შეყრილი :)
არ ვიცი, როცა წახვედი, მაშინ არ იყო ასეთი ხალხი თუ რაშია საქმე, მაგრამ... არც მე ვტრიალებ მსგავს საზოგადოებაში. უბრალოდ ჩემი თავის ფასი ვიცი და ყველას არ ვუყადრებ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ოღონდ არ მიიღო ისე, თითქოს ვიღაცაზე მეტი მგონია თავი. უბრალოდ არის კატეგორია, ვისთან მეგობრობას კი არა, კარგ პირად ნაცნობობაზეც ვერ დავთანხმდები. არასასიამოვნოა უბრალოდ ურთიერთობა, არაკომფორტული.. მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ამ ჩემი საზოგადოების გარდა ყოველთვის ვხედავდი სხვა საზოგადოებებს, რომლებიც ბევრად განსხვავებულები იყვნენ და თუნდაც ისეთები, როგორიც შენ აღწერე. ანუ, მიკვირს მაინც ასეთი მტკიცება - მე არ ვიცნობდი და არ მქონია შეხება. არაა აუცილებელი დაელაპარაკო, იმისთვის, რომ გაიცნო.
კიდევ ერთი - არ ფიქრობ, რომ ფორუმზე ხალხი ან თამაშობს, ან რეალურად იხდის ნიღაბს? რა თქმა უნდა, მიხვდები, ვინ რომელ ქმედებას ირჩევს, უმეტესწილად. მათი ასეთი საქციელი კი ბატონო, შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ არა მგონია, შეურაცხყოფის მიყენება, ამ შემთხვევაში, თუნდაც შენ, მათგან რამენაირად გამოგყოფდეს :) არ გეწყინოს. მე პირადად ასე თუ ისე, ძალიან შორიდან, მართალია, მაგრამ გიცნობ და მიუხედავად ამისა, არასდროს მიმსჯელია შენზე რამენაირად, იმიტომ რომ პირადად არ მქონია შენთან შეხება, შესაბამისად არ ვაძლევდი თავს უფლებას, დასკვნები მეკეთებინა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ და იმედია არ მიწყენ, რომ არც შენ უნდა იმსჯელო იმ ხალხზე, რომლებიც ერთხელ მაინც არ გყავს ნანახი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შესაძლოა ბევრი მათგანი უბრალოდ რაღაც როლს ირგებდეს სახეზე :)
ისე, საკმაორ პიკანტური ნაწერია და ამ კუთხით, მომეწონა ;)
ძალიან ძალიან ”მდაბიო” აზრებია :)
ReplyDelete2 რამეს მიაღწიე ამ პოსტით. ერთი დადებითია შენთვის, მეორე უარყოფითი.
1. დეტალურად დაახასიათზე საკუთარი თავი. ძალიან პროექციული პოსტია. საკუთარი სისუსტეები ერთი კლავიატურის მოსმით გამოფინე გარეცხილი ნიფხავივით.
2. გააპოპულარულე შენი ბლოგი :) ეგებ ამ დადბითმა გადაგიწონოს ის შეცდომა, რასაც ზედა პოსტი ქვია.
უამე ახლა ვნახე თემა და ცუდად ვარ :lol:
ReplyDeleteპირველ რიგში დიდი მადლობა თემის გამხსნელს და იქ მპოსტველთა უმრავლესობას - აშკარად დაამტკიცეთ, რომ მე სიმართლე დავწერე. უხერხული სიმართლე. და ჩემ ნაწერში უამრავმა საკუთარი თავი ამოიცნო, მიუხედავად იმისა, რომ მე არანაირად არ დავკონკრეტებულვარ :)
ხოლო ბლოგის გაპოპულარებას რაც შეეხება - ეგ რომ მდომებოდა, ჩავიწერდი უამრავი ფორუმელივით სიგნატურაში მისამართს :)
ჩემთვის ვდღაბნიდი რაღაცეებს :)
არადა რა კარგად მიდღაბნია თურმე.
ხოდა ერთს ვიტყვი, ბეჟოზე კიდევ ერთი კომენტარი იქნება და პირადად მაგის დამწერთან მექნეა საქმე - არ შეეხოთ თქვენი ბინძური ენებით!!! იციან, ვიზეც ვამბობ!!!
პ.ს. რა კარგია პრაღა :)
This comment has been removed by the author.
ReplyDeletexo bejoze komentebis shemdeg modi da nu gagaxsendeba soflis birja gakapasebuli gasatxovari qalebit datvirtuli :D
ReplyDeleteo my
უი, რამდენი კომენტარი და "გაბრაზებები" მოჰყოლია ამ პოსტს. დიდი ტრაგედია ვერ დავინახე, ყველა ადამიანი თავისებურია, ზოგი თუ შარდენზე მოსიარულეებს დასცინის, ზოგი - "ქაჯებს", ისე ეს სალომე ზურაბიშვილის "საფირმო" ფრაზაა ;)
ReplyDeleteრებიატა, რა გაჩხუბებთ!!! :( ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს და ისეთი სურათები გამოფინოს, ვისაც როგორ შეუძლია, ისე იქცევა, ვოტ ი ვსო! :)
აბსოლუტურად ვეთანხმები ბოლო კომენტარს ;)
ReplyDelete