არ გიყვართ ხოლმე სახლში რაღაცეების შეცვლა?
მე ძალიან <3
ახლა გამიმართლა, დედაჩემია ჩამოსული ჩემთან და გადაწყვიტა, რომ ჩემი ერთი ბეწო ოთახი საჭიროებს გაუმჯობესებას და...
რა თქმა უნდა მივადექით იკეას.
მიმაჩნია, რომ თბილისში კარგა ხანია უნდა გახსნან ეს მაღაზია - საოცრად ხელმისაწვდომი ფასები და მომგებიანი, მარტივი, სუფთა დიზაინი. საქართველოში ერთი მაინც რომ გაეხსნათ, იქნებ მოიშლიდა ხალხი ამ ძველი კომუნისტური "სწენკების" შენახვას... და იქნებ ამ ძველ ავეჯს ზედმეტად პოლიტიზირებულ ცხოვრებასაც გააყოლებდა...
შეიძლება ვცდები, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ჩვენი ქვეყნის უბედურება უნიჭო მმართველობა არაა - როგორი ხალხიცაა, ისეთი მმართველიც ჰყავთ, იმიტომ რომ ის მმართველიც ხალხიდან მოდის, მაგრამ არც იმას ვამბობ, ქართველები ცუდი ხალხია-მეთქი,
პირიქით (და ეს განსაკუთრებით საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრებისას შევნიშნე).
ერთი ნაკლი გვაქვს მხოლოდ - ზედმეტად პოლიტიზირებულები ვართ.
გაგიკვირდებათ - დალაგებულ ქვეყნებში მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკაზე მხოლოდ არჩევნების წინ იწყებს ფიქრს, ისიც იმიტომ, რომ საარჩევნო რეკლამას ატრიალებენ ტელევიზიით და იწყებენ იმის შეფასებას, მოწონდათ თუ არა აქამდე ცხორება და თუ არ მოწონდათ, რას შეცვლიდნენ...
თქვენ ალბათ იტყვით, იმიტომაც არ ფიქრობენ პოლიტიკაზეო, რომ დალაგებულ ქვეყანაში ცხოვრობენო და რაში აინტერესებთო...
მართლებიც იქნებით ალბათ...
მაგრამ მაინც იქნებ,
პოლიტიკაზე რომ ნაკლები ვიფიქროთ და მეტი ვიფიქროთ სხვა რაღაცეებზე... თუნდაც ჩვენი სახლის ლამაზად მოწყობაზე?!
ასე მგონია, ცხოვრებაზე იმოქმედებდა... წარმოიდგინეთ, სადღაც 1000 ლარში რომ მოიწყობ კაბინეტს, მაგალითად... ან საწოლს და ასაწყობ კარადას შეიძენ... და გექნება ნათელი, მყუდრო სახლი - ასეთ სახლში რომ გაიღვიძებ, ხასიათიც უკეთესი გექნება, უფრო მეტი შემართებაც და რავიცი...
ალბათ ნამეტანი მოვინდომე :D
ათასი ლარიც ძნელი საშოვნელია ზოგისთვის, ვიცი, განსკუთრებით ახლა, როდეაც ამდენმა ადამიანმა სამუშაო დაკარგა, ქვეყანაში არეულობაა, საკნები დგას რუსთაველის გაყოლებაზე...
მაგრამ რავიცი, იქნებ...
იქნებ ნათელი და ლამაზი სახლი რომ გექნება,
ახალი ავეჯით გაწყობილი,
დილით რომ გაიღვიძებ,
ლამაზ სამზარეულოში რომ ისაუზმებ და წახვალ სამსახურში/სასწავლებელში/საქმეზე,
აღარ მოგინდება პარლამენტთან მისვლა
და აბსოლუტური უმრავლესობით არჩეული მიშას გადაგდება?!
თუნდაც იმიტომ, რომ შენი ქვეყნისთვის ასე ჯობია...
It won't do
To dream of Caramel,
To think of Cinnamon
And long for you...
Wednesday, 22 April 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ჩემს ნააზრევს რა კარგად გადმოსცემ ხოლმე :)
ReplyDelete<3
მომწონს მეც IKEA ძალიან, კარგი იქნებოდა აქაც, თანაც არც ისეთი ძვირი მაღაზიაა.
ReplyDeleteმშვენიერი პოსტია, ადამიანებს რომ ჰქონდეთ ლამაზი სახლები, არ სციოდეთ, არ შიოდეთ და სამსახურებში დადიოდნენ ყოველდღე, პარლამენტის წინ კარავში წამოსაწოლად ვეღარ მოიცლიდნენ, მაგრამ საქართველოა რა :| ზედმეტად ემოციური და მოუთმენელი ხალხი ვართ, უცებ გვინდა ყველაფერი.
თიკ, ვიცი რომჩვენი აზრები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ მაინც ყოველი ახალი დამთხვევა განსაკუთრებით მიხარია <3
ReplyDeleteმართალი ხარ, სოფი, მეც ვხვდები რომმ უტოპიური სურათი დავხატე მაგრამ ხომ არსებობენ ასეთი ქვეყნები, არა?!
აი თუნდაც მე რომელშიც ვცხოვრობ...
ტერიტორია საქართველოზე პატარაა, კლიმატი უარესი, მაგრამ... ერთ ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი და კეთილმოწყობილი ქვეყანაა...
ხშირად დავფიქრებულვარ რატომ...
და მე მგონი იმიტომ, რომ ადამიანები საყოველთაო, გლობალურ სიკეთეზე კი არ ფიქრობენ, და რა ჯობია ზოგადად მთელი ქვეყნისათვის,
არამედ პირვერლ რიგში საკუთარ საქმეს აგვარებენ, ესზებენ სამსახურს, რაღაცას წვალობენ და მერე ამ თავისი პატარა ჭიანჭველობით მთელს ქვეყანას წევენ ზემოთ...
იქნებ ჩვენც გვეცადა, ჰა?
ვიცი, ესეც უტოპიაა და ალბათ არც კი მესმის, რაზე ვლაპარაკობ...