It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Thursday, 11 June 2009

ძალიან შევეჩვიე

მარტო ცხოვრებას
აიპოდით ბოდიალს
კარგ კონცერტებს
უპრეტენზიო გართობას
ფლირტს without consequences
კინოში მარტო წასვლის სიამოვნებას
მზარეულობას
კარგ შოფინგს
მოგზაურობას
ხალხს რო კიდიხარ
ჩემს უნივერსიტეტს
ზღვისგან 30 წუთის დაშორებას
უცხო ენას
დიდ ფანჯრებს
ძილის წინ კიბეზე აძრომას
ქუჩაში სიარულისას მოწევას და აქაურ მწარე სიგარეტს
facebook-ზე ცხოვრებას
დამოუკიდებლობას
ფოტოების უპრობლემოდ გადაღებას
უტელევიზორობას
მაიონეზიან შემწვარ კარტოფილს და უგემურ პამიდორს
ევროებს
მობილურის უმნიშვნელობას
ნამდვილი postcard-ების წერას
ბრტყელ ლანდშაფტს
სტარბაქსის ყავას
უხეშ "ხ"-ს
ფეხით სიარულს
ალკოჰოლს
Agenda-ს შედგენას
თვითმფრინავებსა და მატარებლებს
ფილმების ინგლისურად ყურებას
PowerPoint-ის ხშირად ხმარებას
ბინის ქირის გადახდას
მონატრებას და
მარტოობას...

ძალიან შევეჩვიე...

მაგრამ განა შეჩვევაა უბრალოდ სიყვარული?!

სახლში მინდა, სახლში...

9 comments:

  1. კარგი იყო...
    შენი ჩამოთვლილთაგან მეც ბევრ რამეს ვარ შეჩვეული... და მერე ვხვდები, რომ ეს ის არაა, რაც სინამდვილეში მინდა :|

    ReplyDelete
  2. მე კიდევ ვერ შევეჩვიე შორს რომ ხარ :(

    მიყვარხარ გულში <3

    ReplyDelete
  3. auuu,zustad is ari,rasac vfiqrob xolme da rasac shevechvie...ro vkitxulobdi,sastikad mechema...aranormalurad menatrebais,rasac ,,chemebi'' qvia...

    ReplyDelete
  4. აი მეც ვერ შევეჩვიე, თიკ...
    ვერ ვიგუე ბოლომდე, ვერ გავითავისე აქაურობა...

    ემბრიონი - ვიცოდი, რომ ყველაზე კარგად შენ გამიგებდი :)

    ReplyDelete
  5. ძაალიან ჩემებური პოსტია, დღესდღეობით ესე ვარ...შეჩვეული მეც ...მაგრამ 100%ით ესე ვიყავი საქართველოს გარეთ, მაგრამ სახლში ა რ მინდოდა...–)

    ReplyDelete
  6. შენ არ იცი როგორ დამღალა ამ ყველაფერმა. დამღლელია შეჩვევა. დამღლელია რადგან შეჩვევა მოთმენაში გადაიზრდება.

    ReplyDelete
  7. ბებერს - მესმის შენ რასაც ამბობ :)
    თუმცა, ჩემი მოთმენა უფრო გადაიზრდება ხოლმე შეჩვევაში, ვიდრე პირიქით, როდესაც ვიღლები უკვე ამ ემოციის ნეგატივით, უბრალოდ accept it...

    და აქ რაც ჩამოვთვალე, არც თუ ისე ნეგატიურია... უფრო ისეთი რაღაცეები, რის გარეშეც ვიცი, რომ ძალიან გამიჭირდება, როდესაც დავრუნდები იქ, სადაც ჩემი ადგილია... ვინ იცის როდის დავბრუნდები, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები სახლში...

    ReplyDelete
  8. ვინ იცის როდის დავბრუნდები, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები სახლში...

    ცრემლები მომადგა, დედას გეფიცები :(

    ReplyDelete