აი როგრც დღეს მომივიდა...
დილით, როდესაც გავიღვიძე, გარეთ მოღუშული ამინდი იყო, ცრიდა. ადგომა ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ ჩამოფარებულ ფარდებში არ იჭყიტებოდა მზის სინათლე და ტელეფონის წრიპინმა გამაღვიძა, რის გამოც ორჯერ მომიწია snooze-ის გაკეთება, რაც ცოტა უფრო ენერგიულ დღეებში არ მესაჭიროება ხოლმე...
ძილბურანში გახვეულმა ჩავრთე ავტომატური რეჟიმი - ჩამოვძვერი საწოლიდან, დავლიე ჩემი ჩვეული ჭიქა წყალი უზმოზე, გავიხეხე კბილები და შევდექი შხაპის ქვეშ. კი მეზარება ხოლმე, მაგრამ ვიცი, რომ ერთადერთი ეს თუ გამაღვიძებს - ბევრი ბევრი ორთქლი...
საუზმესთან ერთად ჩემი ჩვეული უშაქრო ჩაი დავისხი - რატომღაც მგონია, რომ შაქარი ბერგამოტს არ უხდება და ვინაიდან და რადგანაც, სწორედ შავი Earl Grey ჩემი საყვარელი flavour-ია, მივირთმევ არატკბილ ვარიანტში...
ჩავრთე კომპიუტერი, შევამოწმე ფოსტა. აღმოჩნდა, რომ ლექცია, რის გამოც ასე ადრე წამოვფრინდი, ცდება. აქედან მორალი - ჯერ მეილი შეამოწმე, მერე გაიღვიძეო :) სამაგიეროდ, ჩემს სიფათწიგნზე მეგობრის დაპოსტილი სიმღერა დამხვდა, რომელმაც უცებ ჩამიყენა ცხოვრება კალაპოტში. სიმღერა, რომლმაც მითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლექცია ცდება და გარეთ მოღუშული ამინდია, ძალა უნდა დამეტანებინა თავისთვის, ჩამეცვა ჩემი დილის ელეგანტურობა და გავსულვიყავი გარეთ ჩემს "ჩელოსთან" ერთად, რომლიც აგერ უკვე რა ხანია მიგდია ფუტლიარში და არ ვიყენებ რატომღაც...
თან, პროდუქტები მქონდა საყიდელი...
ხოდა გადავიცვი ჟაკეტი, მოვიმარჯვე აიპოდი და გავემართე მაღაზიაში, სადაც სასიამოვნოდ უცხო ხალხი თვალს ავლებს ერთმანეთს და თავის ცხოვრების ხაზს მიყვება...
I have to fight for my life :)
ვინ იცის, იქნებ უკან მობრუნებულს დამხვდება საფოსთო ყუთში წერილი რომელსაც ასე პასიურად ველოდები უკვე რამდენი ხანია...
P. S.
აუ, ისეთი სიამოვნებით ვუყურე კლიპს, ვერ წარმოიდგენ, ვზივარ და ვიღიმები :)
ReplyDeleteლამის მეც მოვიცვა კურტკა (თუ ჟაკეტი) და გავცურო... მადლობა, დარიჩინ-გოგო, ისეთ ხასიათზე დამაყენა ამ კლიპმა და სიმღერამ...
აუ, მართლა რა მაგარია! ხელოვნების ნიმუშია ;) ...მაგრამ, მგონი, გაპაპსავება ელის :( გავრცელდება ახლა ეს ბანძ-ბანძ სტუძენტკებში და მერე იმდენ "დაცემააა"-ს გაიგონებ შეფასების სახით, რომ ამ კლიპის დანახვაც არ მოგინდება.
ReplyDeleteამიტომ, სანამ ეგ დრო მოვა, მანამ ვიკაიფოთ :))