It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Wednesday, 23 September 2009

What it could have been

ჩემი დღევანდელი პოსტი რიტორიკულ შეკითხვათა კატეგორიას კი განეკუთვნება, მაგრამ განსხვავდება სხვა დანარჩენებისაგან. ამჯერად ამ კითხივთ კი არ ვამთავრებ, არამედ ვიწყებ. ვნახოთ, რა გამოვა.

(სექტემბერი რაღაც ექსპერიმენტული თვე მაქვს ბლოგზე :P)

შესაძლებელია თუ არა ყველაფერი მართლა არ იყოს საკმარისი?!

ახლა ცოტა შორიდან მოვლა მომიწევს. აი, წარმოიდგინეთ, სადაცაა აპირებთ წამოიწყოთ ურთიერთობა, მორცხვი და ურცხვი ფლირტის ფაზები უკვე დასრულებულია, სანუკვარი სიტყვები უკვე ნათქვამია და ჰა, უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. ხოლო იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოთ, გონებაც უნდა ჩართოთ ამ პროცესში და გულიც. გულის როლი ამ შემთხვევაში ასე თუ ისე ნათელია და ანალიზს არ ექვემდებარება, მაგრამ აი გონება... მთავარი მომენტი აქ ურთიერთობის დასაწყისია – რამდენად დიდი როლი უჭირავს გონებრივ მიდგომას საწყის ეტაპზე?!

აი მაგალითად – არსებობს თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც მიზანმიმართულად უტევს თქვენს მსოფლმედველობას და სინამდვილეში თვენს გულს უმიზნებს... შინაგანად კი ხვდებით, რომ ეს პიროვნება “თქვენი” არაა, მაგრამ მისი მიზანმიმართულობა გიზიდავთ, მოგწონთ ის ფაქტი, რომ თუნდაც მას ასე მოწონხართ და გგონიათ, რომ თქვენთვის აქ არავითარი საშიშროება არ არსებობს...

მაგრამ ჰოი, საოცრებავ! გადის დრო და ეს მართლა არც თუ ისე “თქვენი” ადამიანი ისე იჭრება ყოველდღიურობაში, რომ ვეღარ შლით... ნებით თუ უნებლიედ სულ მასზე გეფიქრებათ, გამახსოვრდებათ, გახსენდებათ, გეჩვენებათ...

და მერე იღვიძებს თქვენი რაციონალურობა და იწყებს თქვენი ციხის შიგნიდან გატეხვას (გარედან მიზანმიმართული ადამიანი გიტევთ). ის ჩაგჩურჩულებთ, რომ აი, ესაა ის, ეს ადამიანი სინამდვილეში თქვენია, ხოლო თქვენ კი მისი ხართ, იმიტომ რომ მას თქვენთან უნდა, მას თქვენ უყვარხართ, თქვენი უსიტყვოდ ესმის, თქვენი მეგობარია, თქვენი მუდმივი დამცველი... და თქვენ უბრალოდ ვერ წარმოგიდგენიათ მის გარეშე ცხოვრება...

მაგრამ...

თითქოს აკლია სანელებელი კერძს... ყველაფერი თითქმის იდეალურია, მაგრამ ზუსტად ეს იდეალურობა იმდენად მკვეთრს ხდის დანაკლისს, რომ მასზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია... და რამდენიც არ უნდა იყვიროს თქვენმა ტვინმა, მაინც გული არ გიშვებთ...

და ბოლოს და ბოლოს ხვდებით, რომ ეს გზა არსად არ მიგიყვანთ. იცით, რომ არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ თქვენ მხოლოდ ეს, ახლანდელი აჟიტირება მოგწონთ თქვენში, დაძაბულობა, ექსტრიმი, ბალანსირება... და როგორც კი ის გაქრება, ურთიერთობაც საპნის ბუშტივით გასკდება...

ხოდა ასრულებთ ამ ჯერ კიდევ არც დაწყებულ, პრელუდიულ ურთიერთობას... სამაგიეროდ, იწყებთ სუნთქვას ახლიდან... ახლიდან უყურებთ სამყაროს... ახლიდან უგებთ გემოს საჭმელს... ახლიდან აღმოაჩენთ რომ არსებობს ფილმები, წიგნები, სიმღერები...

და ერთხელაც იღვიძებთ დილით და ხვდებით, რომ ცხოვრებაში კიდევ უამრავი რამ გელოდებათ წინ და აუცილებლად, 

აი მართლა აუცილებლად,

ეს კარგი თქვენ გიპოვით მაშინ, როდესაც თქვენ მას ყველაზე ნაკლებად ელოდებით :)

P. S. აუცილენბლად ნახეთ ეს ვიდეო. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე...


6 comments:

  1. es kargi xom mashin gipovis roca ar elodebi da mere shen rodis mixvdebi rom kargia kide egaa sakitxavi.
    chemi piradi mware gamocdilebidan
    miyvarxar

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  3. @ Ana
    იცი, მართალი ხარ...
    მაგრამ როდესაც ადამიანებს გვიმძიმს ცხოვრებაში, გვინდა რომ პოზიტივი გამოვიგონოთ მაინც, თუ ვერ ვხედავთ რეალურად...
    ხოდა მეც ვიგონებ...

    @ ბებერი

    დარწმუნებული ვარ, არც ისეთი ნაცნობი სიტუაციაა, როგორც შენ გგონია. სათაურს რომ დააკვირდე, მიხვდები რომ ეს ყველაფერი ჰიპოთეტურია... ნუ, მთლად ყველაფერი არა, მაგრამ უფრო საკუთარი გამოცდილების და მოსმენილი შთაგონების წყაროს სინთეზია... რაღაც მივჭერ-მოვჭერი, მივშალ-მოვშალე და გამოვაცხვე ბლოგპოსტი... რომელშიც როგორც წარსული, ასევე აწმყო გამოცდილებაა არეული... მაგრამ ეს რიტორიკული შეკითხვა მაინც მაწუხებს დღესაც კი...
    ხოლო სიყვარულის ძებნას რაც შეეხება - მემგონი მას არავინ ეძებს...

    ReplyDelete
  4. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  5. ჩამაფიქრებელი პოსტი იყო, როგორც ყოველთვის.
    მე, მაგალითად, მიზანმიმართულებაც არ მიზიდავს, ან არის ის ადამიანი "ჩემი", ან - არა :| შეიძლება ცუდია და ადამიანებს მეორე/მესამე/მეოთხე შანსიც უნდა მივცე... გავიზრდები და ვნახავ :D

    ReplyDelete
  6. ჩემი კომენტარი:
    შემოდი სკაიპში

    ReplyDelete