It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Tuesday, 22 September 2009

ბავშვობაში მეგონა

ჩემამდეც მოაღწია ამ ვირუსმა, კერძოდ კი, დამთაგეს თავიანთ ბლოგებში ანამ და ნასტასიამ. პირველ რიგში, დიდი მადლობა მათ! ძალიან მესიამოვნა რომ ხალხს ჩემი არც თუ ისე ინტენსიური ბლოგი მოსწონს. აქამდე არასოდეს დამიწერია პოსტი "პო ზაკაზუ" და ვნახოთ, რა გამოვა. ძალიანაც მკაცრად ნუ განმსჯით :P

ბავშვობაში ძალიან ბევრი რამე მეგონა, ძალიან მდიდარი წარმოსახვის უნარის პატრონი ვიყავი და სიგიჟემდე მიყვარდა კითხვა, ამიტომ ჩემი საბავშვო "მოსაზრებების" უმეტესობა სწორედ მათ უკავშირდება. მაშ, ასე:

კარგა ხანი მეგონა რომ
1. ჩემი მშობლები ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ და სინამდვილეში, 18 წლის რომ გავხდებოდი, რომელიმე ზღაპრული ქვეყნის პრინცესად გამომაცხადებდნენ.

2. ჩემი თოჯინები ღამე ცოცხლდებოდნენ და ჩვეულებრივად, ადამიანებივით ცხოვრობდნენ. ვინ იცის, რამდენი ღამის გათენება ვცადე მათი თვალთვალით...

3. შემთხვევით ალუბლის კურკა რომ გადამეყლაპა, კუჭიდან ალუბლის ხე ამომივიდოდა. ამიტომ მეტ-ნაკლებად ზრდასრულ ასაკამდე საერთოდ არ ვჭამდი ალუბალს და ბალს :P.

4. "ჩეხური" მეგონა არა ნივთის გეოგრაფიული წარმოშობის ადგილი, არამედ რაღაც განსაკუთრებული ზეხარისხიანი ფირმის სახელი, რახან ყველაფერი ჩეხური ითველობა რომ იყო "ძალიან კარგი" (You know I know ;)).

5. ჩემი ბალიშის ქვეშ დამალულ ნეფრიტის პატარა დრაკონს მართლა მოჰქონდა ჩემთვის პიტნის კამფეტი ყოველ ღამეს. ამიტომ, როდესაც ჩემ მშობლებს პიტნისას გამოელიათ და ჩამიდეს მარწყვის, ჩავთვალე რომ დრაკონი გამებუტა და 1 კვირის განმავლობაში ვარკვევდი როგორ მომეგო მისი გული უკან. მერე ეტყობა მომბეზრდა და შევეშვი :P

6. ფილაქანზე სიარულისას ფილაქნებს შორის ნაპრალზე რომ დამებიჯებინა, აუცილებლად რამე ცუდი დამემართებოდა.

7. "რესპუბლიკა" ცომეულის რაღაც განსაკუთრებული სახეობა იყო (ეტყობა "ბუბლიკს" ვამსგავსებდი, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ).

8. ჩემი ბაგა ბაღის მეორე ცვლის მასწავლებელი იყო ბოროტი ჯადოქარი (დარწმუნებული ვიყავი ამაში).

9. დიდი მას შემდეგ გავხდებოდი, რაც ქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმის ნებას დამრთავდნენ.

10. ჩემი ძმა იყო ჩემი #1 მტერი.

11. სპორტული გადაცემები უფროსების "ძილისპირული" იყო, იმიტომ რომ მამაჩემს პირველი ნახევარი საათის შემდეგ ეგრევე ეძინებოდა, დედაჩემი კი სულ წუწუნებდა რომ ამ სისულელის ყურების გარეშეც არ უჩივის ძილუნარიანობას.

12. საინტერესო ადგილებიდან ყოველთვის იმის გამო მივდივოდით ხოლმე, რომ "ჭამის დრო იყო". ამიტომ, გადავწყვიტე რომ წინასწარ თუ შევაგროვებდი საკმარის საჭმელს, უფრო დიდხანს დავრჩებოდი იქ, სადაც მინდოდა. 1 კვირის შემდეგ ჩემი "საწყობი" დედაჩემმა აღმოაჩინა საკმაოდ არასასიამოვნო სურნელის მიხედვით...

13. 5 ლარი ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი ფული იყო რადგან დაახლოებით 10 ცალი შოკოლადი მოგივიდოდა ამ ფულით :)

ესენია, რაც ჯერ ჯერობით მახსენდება... დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი იყო სინამდვილეში, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ мы все родом из детства, ბევრი რამე უკვე სამწუხაროდ მივიწყებულია...

იმედია, გაგეცინათ. მე კი :)

პირადად მე ვთაგავ Tiko-ს და INDIEVIDI-ს. 



5 comments:

  1. ჰეჰე მეც გამეცინა გოგო, შენი ძმა რო მტერი გეგონა ეგ მეც ვიცი დაჟე :)))))
    დავწერ მეც :)

    ReplyDelete
  2. eeii, "pa zakazuc" kargad wer genacvale -)) gamikvirda magram arc erti mogoneba ar emtxveva chemsas..principshi bevri arc araferi maxsovs bavshobidan da exla davfiqrdi, tu ratom...anyway, madlobt tag-istvis da vecdebi mainc gavixseno ragac-ragaceebi ;*

    ReplyDelete
  3. მე-7,მე-8 და მე-10 იყო ძალიან მაგარი! განსაკუთრებით - რესპუბლიკა :D :D


    p.s glad to see you back :love:

    ReplyDelete
  4. თოჯინებზე მეც ასე მეგონა, შეიძლება ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრების ბრალია :)
    აუ, ისე მეც მეგონა ზოგჯერ, რომ ნაშვილები ვიყავი და სხვებისგანაც გამიგია იგივე "ეჭვები", რაღაც ფსიქოლოგიური უნდა იყოს.

    ReplyDelete
  5. ძალიან მომეწონა განსაკუთრებით თოჯინებზე და ბალის კურკებზე : )) მართლაც რომ კარგი წარმოსახვის უნარი გქონია : )) რაც შეეხება 13 ლარს მეც ძალიან ბევრი მეგონა... ეგ კიარა მეგონა 10 ლარად სახლს იყიდიდი და გაარმეონტები, დაახლოებით : ))

    ReplyDelete