It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Tuesday, 15 December 2009

კონცერტები

ანასტასიამ ერთხელ მითხრა, შენს ბლოგზე საერთოდ არანაირი ვიზუალური მასალა არ მოიპოვებაო... ფოტოს ნასახიც კი არ დევსო...

განა საყვედურად მითხრა, ისე, ფაქტად აღნიშნა...

მე კი დავფიქრდი, ნეტა რატომ?

ნუ, ერთი მიზეზი ალბათ ისაა, რომ საერთოდ, დამწყები ბლოგერი ვარ, თუ ვარ ბლოგერი საერთოდ და დიდად ვერ ვერკვევი აქაურობის ვიზუალურ გაფორმებაში. მეორე ის, რომ თავიდანვე ჩაფიქრებული მქონდა სადა ბლოგი გამეკეთებინა, წყნარი, არათვალისმომჭრელი ფონით, ჩემი აზრით, ხალხისათვის ადვილი წასაკითხი. და მესამე - ვიზუალური მასალა ანონიმურობის მტერია. მე კი ეს ბლოგი მაინც ასე თუ ისე ინკოგნიტოდ
მინდა დავიცვა...

არადა, ფოტოგრაფია მიყვარს.

ნახევარი წელია დაახლოებით რაც მომეცა საშუალება ისეთი ფოტოები გადავიღო, რომ მთლად უკმაყოფილო არ ვიყო შედეგით, თუნდაც ტექნიკური მხარით...

ასე სპონტანურად მომივიდა იდეა რამოდენიმე ფოტო ამეტვირთა ამ ჩემს ბლოგზე. მართალია, პოსტის სახით, მაგრამ მაინც.

თემატურად ეს ფოტოები ერთმანეთთან კავშირშია - ყველა მათგანი ჩემი უსაყვარლესი შემსრულებლების კონცერტებზეა გადაღებული. ავტორი, ცხადია, მე ვარ.

მაპატიეთ არაპორპორციულობისთვის, კომპოზიციის დარღვევისთვის და საერთოდ, ყველა იმ შეცდომისთვის, რაც მათში, როგორც ფოტოგრაფმა, დავუშვი. საკუთარი თავის გასამართლებლად მხოლოდ იმას ვიყტვი, რომ ყველა მათგანს manual-ის რეჟიმზე ვიღებდი, თანაც ჩემს ირგვლივ საშინელი ჭყლეტვა და აურზაური იყო, ხოლო მე კი შემსრულებლის და კონცერტის ატმოსფეროს დაჭერას ვცდილობდი ობიექტივში...

დიდად არ გამომივიდა, მაგრამ მაინც, here goes...

Sia


Concha Buika


Dee Dee Bridgewater


Take 6


Hugh Masakela


Nouvelle Vague



P. S. აქვე დავამატებ იმ მუსიკოსების ჩამონათვალს, რომელთა კონცერტს მართალია დავესწარი, მაგრამ სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო, ვერ აღვბეჭდე დოკუმენტურად (ძირითადად იმიტომ, რომ გადაღება იყო აკრძალული) - Travis, David Sanborn, Seal, Adele, Jamie Cullum, Jazzanova, Radiohead, Keane, Tiesto.

4 comments:

  1. რას ერჩი მშვენიერი ფოტოებია ^^

    ReplyDelete
  2. hee,turme rogro mismens xalxi :)
    nastasiam isic tqva,eg ro shen agqmashi xels ar mishlis,magram axla mivxvdi,tundac marto es posti ramdens yveba shen dreebse,shen dacheril cutebse da melodiebse :)
    miyvars ra shentan...

    ReplyDelete
  3. ისე მეტი ფოტოები მართლა მოუხდებოდა შენს ბლოგს : ) და სხვა უფრო თბილი დიზაინიც... სამწუხაროდ გუშინ აღმოვაჩინე მაგრამ უკვე რამდენი ხანია ჩამითრია პოსტების კითხვამ... ძალიან მომწონს : ) ასე გააგრძელე : )

    ReplyDelete
  4. @ Clown მიხარია, ასე თუ ხედავ :) მე მგონია რომ ძალიან უნიჭო ვარ და იმის მეასედსაც კი ვერ ვაფიქსირებ, რაც სინამდვილეშია, მხატვრულობაზე ხომ საერთოდ აღარ მაქვს ლაპარაკი :P

    @ ნასტასია იცი, შენ პირველად გამიჩინე ეს აზრი და მართლა ძალიან დამაფიქრა... არ ვიცი, ბლოგის დიზაინში შევიტან თუ არა ცვლილებას, მემგონი ამისათვის მაინც ცოტა გაუბედავი ვარ, მაგრამ პოსტებში ფოტოების მომატებას ნამდვილად შევეცდები...

    @ ♥ The Dream Teller ♥ დიდი მადლობა, მიხარია ახალი მკითხველი ყოველთვის :)

    ReplyDelete