It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Tuesday, 1 December 2009

To the Big One

საოცარი ვინმე ხარ.


მთელი ცხოვრებაა გიცნობ, მაგრამ ასე მგონია, ბოლომდე ვერასოდეს გაგიცნობ. ყოველთვის აღმოჩნდება რაღაც ახალი შტრიხი, რომელიც აქამდე შენში არ შემიმჩნევია...


მემგონი, ყველა შენი საოცარი მახასიათებელი თვისდება ერთადერთი რამის ბრალია – პიროვნული გაორება გჭირს. ხომ არსებობს ასეთი დაავადება?
სიქოლოგებისაგან გამიგია. განსაკუთრებით ხშირად ემართებათ საზოგადო ფიგურებს – ეკრანზე, სცენაზე, პულიკის წინაშე ერთნი არიან, ხოლო ყოველდღიურ ცხოვრებაში აბსოლუტურად სხვანაირები. შენც ასეთი ხარ. ხანდახან, როდესაც გხედავ ტელევიზორში, გაზეთში, ინტერნეტში, ძლივს ვიკავებ ყბას ჩამოვარდნისგან... არადა ჩვეულებრივ, მარტივ, ყოველდღიურ ვარიანტში რამდენად სხვანაირი ხარ...


ეს ბოლო წელიწადნახევარია შენი ყოველდღიურობა დამავიწყდა.
ხადია, ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს მოწყვეტილი ვარ. ხოდა გული მტკივა რაღაც... ამ ბოლო დროს მხოლოდ შენს საზოგადოებრივ ნაწილს ვხედავ ხოლმე და ძალიან მაწუხებ ასეთი...

იცი რა არ მომწონს შენში ყველაზე ძალიან?! ყველაფერში განტევების ვაცს ეძებ...


აი მაგალითად, ხშირად წუწუნებ მძიმე სინამდვილეზე, ყოველდღიურ ყოფაზე... წუწუნებ, რომ გშია, რომ გცივა, რომ არ გაქვს არაფრის მატერიალური საშუალება... და იმის მაგივრად რომ აიღო და ბოდიში და ერთი ადგილი მოიფხანო, მზად ხარ ყველას და ყველაფერს დააბრალო არსებული ვითარება – დაწყებული ცუდი მთავრობიდან დამთავრებული არახელსაყრელი კლიმატური პირობებით... არადა ეს მთავრობაც ხომ შენი არჩეულია, არა? და ბოლოს და ბოლოს, მთავრობაშიც ხომ ადამიანები არიან და შეუძლებელია ერთი ჯადოსნური საარჩევნო პროგრამით რომელიმე პოლიტიკოსმა რამოდენიმე წელიწადში მართლაც და ააყვავოს ეკონომიკა?! ეს ხომ აბსურდია!
ლიმატურ პირობებს რაც შეეხება – საქართველო უნიკალური ქვეყანაა, ჩვენს ერთ ბეწო ტერიტორიაზე უამრავი კლიმატური სარტყელი იყრის თავს და მოდი, დადებით მხარეს შეხედე, არ გინდა?! ერთ წელს ზაფხულში გვალვა თუა, იქნებ ზამთარში ზვავები აღარ ჩამოწვნენ...


ან მაგალითად, ჩავარდები ხოლმე ნოსტალგიაში... არიქა და რა კარგი იყო თუნდაც კომუნისტების დროს, როგორ დაფრინავდი მოსკოვში 32 მანეთად, ძეხვი 7 მანეთი და 56 კაპიკი ღირდა და ხელფასით ხალხი ცხოვრობდა... ან კიდევ მთლად კიდევ უფრო უკან გადავარდები, აწ უკვე ისტორიულ მოგონებებში და იწყებ გაუთავებელ მჯიღის გულში რტყმას და იმაზე საუბარს, თუ როგორი რაინდები გვყავდა წარსულში, რა გენიალური წიგნია ვეფხისტყაოსანი და როგორი ლამაზი იყო საქართველო გადაჭიმული ნიკოფსიიდან დარუბანდამდე... კიბატონო, ამას არავინ გართმევს, მაგრამ როდემდე?!
ასაგებია, რომ საგმირო წარსული გვქონდა და კომუნისტების დროს არავის შიოდა, მაგრამ არასოდეს დაფიქრებულხარ, რომ ახლა ის დრო კარგად გეჩვენება, იმიტომ რომ აღარ არის?! ხომ იცი, ადამიანის მეხსიერება ადვილად ივიწყებს ცუდს და წლების საკმაოდ ჩაბურული ფარდის უკან არც თუ ისე სწორად და მკაფიოდ ჩანს ყველაფერი, როგორც იყო... და საერთოდ, იქნებ გეყოფა წუწუნი წარსულზე და ბოლოს და ბოლოს მიხედო მომავალს?! და თუ მაინცდამაინც გინდა ამაზე ილაპარაკო, იქნებ გამოიყენო წარსული, როგორც შთაგონება და შეგრცხვეს იმისა, რასაც დღეს წარმოადგენ?! მაგრამ არა, აქაც ხომ განტევების ვაცი გყავს - ეს არის დაქცეული ეკონომიკის ბრალი რომლის ასაღორძინებლად, შენ, რა თქმა უნდა, ვერაფერს გაახერხებ...


ან კიდევ, გაუთავებლად მოთქვამ იმაზე, რომ არ მოგწონს საკუთარი თავი. გარეგნობაზე არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში, პიროვნულობაზე მაქვს საუბარი. თან ყველაზე ცუდი რა არის იცი?
რ მოგწონს ერთია, ეგ არასოდეს ყოფილა ვინმესთვის პრობლემა – როდესაც მიხვდები, რა არ მოგწონს, მერე ცვლი ამას და ეს ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. აგრამ შენი უბედურება სწორედ ესაა, რომ არ იცი რა არ მოგწონს – ერთ დღეს იძახი რომ ძალიან ჩამორჩენილი აზროვნება გაქვს და უფრო თანამედროვე უნდა გახდე... მეორე დღეს რაღაც სხვა ბუზი გიკბენს და ტრადიციულობას აწვები... და საბოლოოდ რაღაც ისეთი აჯაბსანდალი გამოდის, რომ არც იქით ხარ, არც აქეთ და კრილოვის იგავის არ იყოს, Да только воз и ныне там... ეს ყველაფერი კი, შენი თქმით და მყარი რწმენით, ხან თავსმოხვეული უცხოური კულტურის ან კიდევ ძველი თაობების არქაისტული ჩამორჩენილობის ბრალია (გააჩნია, რომელ მსოფლმხედველობას ქადაგებ ამ კონკრეტულ მომენტში)...


ყველასი და ყველაფრის ბრალია, შენს გარდა...


არადა, ყოველდღიურობაში ხომ სულ სხვანაირი მახსოვხარ...


ერთადერთი, განუმეორებელი, თბილი, სტუმარტმოყვარე, მხიარული, გულუხვი, გვერშიმდგომი და ხელგაშლილი მაშინაც კი, როდესაც არაფერი გაგაჩნია...
და ასეთი რომ მახსენდები, მიხარია, რომ მეც შენი ნაწილი ვარ, მთელი ჩემი პატარა მიკროკოსმოსით...


ჩემო საყვარელო


ქართველო ერო...


P. S. ამ სიმღერას გიძღვნი განწყობიუსათვის ;)



3 comments:

  1. მემგონი მეც პიროვნული გაორება მჭირს :D

    უი არა :S

    ReplyDelete
  2. ძალიან მიყვარს შენი გამოცანა თუ ამოცანა პოსტები, ბოლოს რომ ვიგებ თუ ვიზე/რაზე წერ : )

    ამ შემთხვევაში ვერ მივხვდი რაზე იყო საუბარი, ჯერ საქართველო ვიფიქრე, მაგრამ ნახსენები იყო ისედაც პოსტში და მერე სულ დავიბენი, ქართველ ერს არ ველოდი :))

    პ.ს ამ სიმღერას ზუსტად გუშინ მოვუსმინე პირველად :))

    ReplyDelete
  3. ხო, ვიცოდი რომ ბევრი იფიქრებდა, საქართველოზე რომ იქნებოდა...
    მაგრამ მე უფრო ქართველ ხალხზე მქონდა ლაპარაკი...

    ბევრს ფიქრობ ამ ყველაფერზე რადგან, როგორც იქნა, მოვდივარ სამშობლოში...

    ReplyDelete