It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Friday, 14 August 2009

ბინძური თამაშები

ყველამ ვიცით, რომ თუ რაღაცა ძალიან გინდა, აკრძალულიც რომ იყოს, მაინც позволительно. ნუ, იმაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, რომ რაც უფრო “არ შეიძლება”, მით უფრო გინდა რატომღაც ზუსტად “ის”. ეგ აკრძალული ხილის ფენომენია და ოდესმე სულ სხვა პოსტში იქნება განხილული (თუ ვიქენი მაგის ხასიათზე). ახლა კი ცოტა განსხვავებულ მიმართულებას მინდა რომ გავყვე.

ყველას ალბათ გვაქვს გამოცდილი “შეჯიბრებითობის” გარემო პროფესიონალურ სივრცეში, იქნებოდა ეს სკოლა, უნივერსიტეტი თუ სამსახური. კარგად გვახსოვს ე.წ. “ვაზელინი” ელემენტები, რომელბიც არა მხოლოდ თავისი პროფესიონალური შესაძლებლობებით, არამედ პირფერობით ცდილობდნენ უფროსის/მასწავლებლის გულის მოგებას და შესაბამისად, დაწინაურებას. არსებობდნენ ასევე “პოდლი” ტიპებიც, რომლებიც საკუთარი თავის წარმოჩენას კი არა, სხვების დამცირებას ცდილობდნენ და “საერთო ფონზე უკეთესი გამოვჩნდები”-ს პრიცნიპის ცხოვრებაში გატარებით იყვნენ დაკავებულები. შეიძლება, რომელიღაცა ჩვენთაგანიც კი იყო რომელიმე ზემოთმოყვანილ როლში ხანდახან, ვისა არ მოსვლია, მითუმეტეს თუ რაღაც ძალიან ძალიან გინდა...

იგივე ტენდენცია შეიმჩნევა ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ ასპარეზზეც - ყველაზე კარგად ის მაინც ადამიანურ ურთიერთობებში ვლინდება. ვის არ შეგვყვარებია “არასწორი” ადამიანი, ადამიანი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვყვარებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ სხვას ეკუთვნოდა იგი... და მაინც, ყველა ღონე გვიხმარია იმისთვის, რომ ჩვენსკენ შემოგვეტრიალებინა – ხვეწნა, ინტირგა, ტყუილი, თამაში... ვის არ დაგვიდგავს სპექტაკლები და მთელი ტელესერიალები იმისათვის, რომ ის მიგვეღო, რაც გვინდა... და როდესაც ამას ვაკეთებდით, არც კი გვიფიქრია იმაზე (ან თუ გვიფიქრია, მალევე დაგვიწყებია), თუ რამდენ ადამიანს გულს ვტკენთ. არც ის გაგვიაზრებია, ვის, რას და, რაც მთავარია, რამდენს ვუშავებთ ჩვენი ასეთი ეგოისტური საქციელით... უბრალოდ ვიცოდით, რომ “ის” ჩვენი უნდა ყოფილიყო მიუხედავად ყველაფრისა... საბოლოოდ მიღწეული ბედნიერება ხომ ყველა გაღებულ მსხვერპლს გადაფარავდა. 

მაგრამ...

ხანდახან ხომ მომხდარა ისე, რომ მოგვიპოვებია, რაც გვინდა და მერე მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ყველაზე და ყველაფერზე მეტად გვინდოდა ჩვენი მონაპოვარი, მის ხელში ჩასაგდებად ჩადენილ საქციელს იმდენად შევუწუხებივართ, რომ უბრალოდ ვეღარ ვირგებდით გამარჯვებას?!

თითქოს იმ ლამაზ და ბრჭყვიალა ტროფეის, რომელიც ამდენი შრომის შედეგად მოვიპოვეთ, დაედო რაღაც ამოუშლელი ლაქა...

თითქოს გაღებული რისკის შედეგად მიღებულ შამპანიურს მომჟავო გემო დაკრავდა...

ხოდა შესაბამისად, მებადება რიტორიკული შეკითხვა: თუ მიზანი ამართლებს საშუალებას, საშუალება ამართლებს მიზანს?! 

6 comments:

  1. ვფიქრობ არ ხმარობ სწორ კონტექსტში გამონათქვამს. მოდი გავიხსენოთ მისი ავტორი. მაკიაველი რომლისთვისაც მორალი არის უბრალოდ მისაღები დონე მკაცრი ქმედებებისა (ანუ წმინდა სახელმწიფო ჭრილში განიხილავს). როდესაც ამ გამონათქვამს ხმარობ და უფრო მეტიც შესაბამისად მოქმედებ მაშინ შენთვის მორალი ასე უნდა განისაზღვრებოდეს და არა როგორც საზოგადოებაში მიღებული ნორმების ერთობლიობა.
    ანუ თუ შენ უბრალო "ნორმალური" ადამიანი ხარ მაშინ შენთვის მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას რადგან შენ ნორმების ჩარჩოები გზღუდავენ. შესაბამისად ჯერ "საშუალების" შეფასებას და განსაზღვრას ცდილობ თუ რამდენად ჯდება ის საზოგადოების მიერ მიღებულ მორალურ ნორმებში (ნუ ასევე პირად მორალშიც რა თქმა უნდა) და შემდგომ იმაზე თუ რამდენად მიგაღწევინებს ის მიზანს.
    თუ გამოხვედი "მორალის" ჩარჩოებიდან მაშინ რა თქმა უნდა "გაღებული რისკის შედეგად მიღებულ შამპანიურს მომჟავო გემო დაკრავდა..." ასე იქნება. ტიპიურ მორალურ პრობლემამდე დავდივართ, როდესაც ადამიანის საქციელი მის პირად ან საზოგადოებრივ მორალს არ შეესაბამება.

    ReplyDelete
  2. ზოგადად, მე მჯერა, რომ u cant obtain a thing, which doesnt want to be obtained. ნებისმიერ დროს, როცა რაღაც მიუწვდომელს ვეპოტინები, თუნდაც იმას, რაც მე არ მეკუთვნის და გამომდის, სინდისს ისევ ზემოთ აღნიშნული გარემოებით ვიწყნარე :პ
    მორალიც საზოგადოების შექმნილია და შეცვლა ყოველთვის შეიძლება :პ

    ReplyDelete
  3. kargad tu daakvirdebi,yvelaferi,rac cxovrebas agemrielebs,an aramoraluria,an arajanmrteli,an arakanonieri...

    xoooda,cxovreba ro ugemuri ar iyos da tan sindisic ar gqenjnides,mtavaia sakutar tavtan ro migiyvans cinaagmmdegobashi,iseti sashualebebit ar ixoxo miznamde...

    tan mizantan mivlase ufro kai xo mimavali gsaa da tu gsadagsa shenma tavma fexbi dagichxvlita,ragad gina,iseti mizani...

    ReplyDelete
  4. @ ბებერი
    შეიძლება სწორ კონტექსტში არ ვხმარობ და არც მინდა, პრინციპში რომ ვიხმარო...
    უბრალოდ გამონათქვამია ლამაზი და შეეფერებოდა...
    ყოველ შემთხვევაში, კომენტარებიდან გამომდინარე, მემგონი მიხვდა ხალხი, რასაც ვგულისხმობ...
    შენ კი რასაც ამბობ, ეგეც მართალია, ანუ, საკუთარი მორალი vs. საზოგადოებრივი ეს უფრო სხვა არის, რასაც აქ არ ვეხები.
    საერთოდ არ ვეხები მორალს, რეალურ "დაშავებას" ვეხები.
    ნუ, არ ვარ მწერალი ალბათ და მაგის ბრალია :S

    @ ana
    რა საინტერესო აზირა...
    ძალიან მომეწონა და ჭკუაში გამიჯდა...
    you can never obtain a thing which does not want to be obtained...
    გენიოსი ხარ რა!

    @ ნასტასია
    ხო, აკრძალული ხილის ფენომენს собачка соня-ს, მდოგვისა და ძეხვის ისტორიას ვამსგავსებ (ნანახი გექნება ეგ მულტფილმი შენ, თუ არა და მომწერე და აგიხსნი, რაშია საქმე).
    და რაც შეეხება საკუთარ თავთან წინააღმდეგობას - აი ზუსტად მაგაზე ვლაპარაკობ... საზოგადოებრივ მორალს არ ვეხები ამჯერად, ამჯერად ვეხები იმ შემთხვევას, როდესაც გულში ხვდები, რომ აშავებ, მაგრამ მაინც აშავებ, იმიტომ რომ უფრო დიდ "სიკეთეს" ეპოტინები...

    ReplyDelete
  5. არა არა არა არა არა
    მიზანი არ ამართლებს საშუალებას, არავითარ შემთხვევაში! მძულს ეს შეხედულება. არ არსებობს მიზანი, რომლის მისაღწევად ყველა საშუალების გამოყენება შეიძლებოდეს. არ ვარ მორალისტი, უბრალოდ, არსებობს რაღაც საზღვარი, რასაც, პირადად მე, არასოდეს გადავცილდები, რაც უნდა იყოს მიზანი.

    ReplyDelete
  6. მორალისტობა აქ არაფერს შუაშია, სოფი...
    და იმაში მეც გეთანხმები, ზოგადად არსებობენ რაღაც ისეთი საშუალებები, რომლებსაც არც მე არ გამოვიყენებ, როგორიც არ უნდა იყოს მიზანი...
    არ ან ვერ...

    ReplyDelete