როდესაც ქრისიტიანულ რელიგიაზე, ბიბლიაზე საუბრობენ ხოლმე, მე პირველი ასოციაცია რატომღაც სულიერისა და ხორციელის მუდმივი ჭიდილის შესახებ მიჩნდება...
არ ვიცი რატომაა ასე, უამრავ სხვა რამესაც გვასწავლის წმინდა წიგნი, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი ალბათ მაინც ისაა, რომ ადამიანის სხეული არაფერია, მხოლოდ ფიტულია, ხოლო მთავარი საგანძური კი ადამიანის სულია...
ეს აქსიომა სხვათა შორის, ძალიან კარგადაა გამჯდარი სოციალურ მორალშიც - მთავარი პიროვნებააო, ასე გვასწავლის მსოფლიო ლიტერატურა (სირანო დე ბერჟერაკი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი), ხალხური შემოქმედება (ურჩხული და ლამაზმანი, კონკია) და პირადი გამოცდილებაც (ვის არ შეყვარებია ბავშობაში და არც თუ ისე ბავშვობაში თავისი "ლამაზი" კლასელი/ჯგუფელი/თანამშრომელი, რომელმაც მერე უმოწყალოდ გატეხა ჩვენი გული)...
დროის მსვლელობასთან ერთად ვამჩნევთ, რომ ჩვენს ირგვლივ კარგა ხანია უკვე მხოლოდ ის ხალხი ტრიალებს, იქნებიან ეს მეგობრები თუ მეორე ნახევრები, რომელთა ხასიათებს, შინაგან სამყაროს, ინტერესებს თუ მისწრაფებებს ჩვენც ვიზიარებთ მეტ-ნაკლებად... და უკვე ყველა ვაცნობიერებთ იმ მარტივ სიმართლეს, რომ ადამიანის სულში ჩახედვა ადვილი საქმე არ არის... თქვენ არ ვიცი და მე ძალიან მიჭირს აწი უკვე ჩემს ასაკში (არადა ნამდვილად არ გადავცილებივარ ჯერ 30ს) ახალი ადამიანი "მივიშვა" გულთან ახლოს, გადავუშალო ჩემი ფიქრები, აზრები, პიროვნული შიშები...
მაგრამ ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ჩვენს საზოგადოებაში დაკვირვებული ვარ ერთ საინტერესო პარადოქსს, რომელიც ცოტა არ იყოს და აცამტვერებს სულიერების უპირატესობის დგომას და შესაბამისად, წარმომიშობს (საოცარი ქართულით ვმეტყველებ, მე მაპატიეთ) აწ უკვე მერამდენე რიტორიკულ შეკითხვას:
თუ ასეთი სანუკვარი, წმინდა და ძვირფასი რამეა სული, რატომაა რომ ზოგ ადამიანს შეუძლია ერთ ღამეში ის აბსოლუტურად უცხო ადამიანს გადაუშალოს, მაგრამ საკუთარ სხეულს არ მიაკარებს უახლოეს "სულიერ მეგობარსაც" კი?!
რატომაა რომ ადამინები ჩუქნიან ერთმანეთს გულებს, ოცნებებს, ლექსებს, სიმღერებს, წამებს, წუთებს და წლებს, მაგრამ უჭირთ აჩუქონ ან თუნდაც იჩუქონ (კი, ასეთებიც შემხვედრია, ადრესატობაც კი უჭირს ზოგს, იმდენად "სულიერია") ალერსი და კოცნა?!
რატომაა რომ, დღევანდელ საქართველოში სხეული გაცილებით უფრო ძნელი მოსაპოვებელია, ვიდრე სული?!
დავიჯერო იმიტომ, რომ ასეთი გულუხვები ვართ რომ არ გვენანება?!
ნუთუ იმისთვის, რომ ადამიანის არსობამდე ჩახვიდე, სიღრმეში რომ შეაღწიო, ჯერ გარე მხარე არ უნდა შეისწავლო?!
რაღაც არა მგონია...
P. S. გთხოვთ, ზემოაღნიშნულ პოსტს ნუ მიიღებთ პრომისკუიტეტის წახალისებად... მე მხოლოდ უკიდურესობებზე ვსაუბრობ...
chveuli kvazi movlena :P
ReplyDeleteme mgoni fiqroben ro suli xo gaveci,meti raga undatoo :D :D
გააჩნია რა დონეზე გულისხმობ ალერსს :))
ReplyDeleteმართლა; თორემ ისე გამიჭირდება აზრის ჩამოყალიბება :)
რა არის იცი, ნატალია...
ReplyDeleteარც ერტ კონკრეტულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ალერსს,
უბრალოდ ხაზს ვუსმენ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურია სულიერი სიახლოვე ფიზიკურისა...
ანუ ძალიან იშვიათია ხოლმე როდესაც ერთმანეთს შეესაბამება...
ეგ იდეალია, მაგრამ თუ დისბალანსია, მე პირადად მგონია რომ პროპორცია პირიქით უნდა იყოს.
იმედია ავხსენი რასაც ვგულისხმობდი :P
ნასტასია - ზუსტად :P
პოსტ სკრიპტუმი რომ არ წამეკითხა, დავიბნეოდი, მაგრამ მაგ რიტორიკულ კითხვაზე პასუხს სწორედ P.S.–ით სცემ.
ReplyDeleteრაღა დაგიმალო და მე ვარ ეგეთი. შემიძლია, ადამიანს თან გადავყვე, ნახატები, ფრთიანი აზრები მივუძღვნა, სიურპრიზები გავუკეთო, ვეფერო, ვკოცნო. თვითონ კი საშინლად არ მიყვარს იგივეს გამოვლინება ჩემ მიმართ. არ მიყვარს, როდესაც მკოცნიან. შეიძლება იმიტომ, რომ მამაკაცი ვარ, ანუ ადამიანი, რომელსაც ქალებზე მეტი ყურადღების გაცემა და ნაკლების მიღება სიამოვნებს.
დაახლოებით მივხვდი :))
ReplyDeleteისე, ზურიუსის მსგავსად, მეც არ მიყვარს როცა მე თვითონ მეფერებიან, მკოცნიან და ა.შ უხერხულად ვგრძნობ თავს. [გამოდის რომ კაცი ვარ? :O]
პ.ს მიხარია რომ აქტიურად პოსტავ : )
@ zurriuss
ReplyDeleteიცი, შენი კომენტი რომ წავიკითხე, გამახსენდა რემარკის სიტყვები "სამი მეგობრიდან":
"Женщина не должна говорить мужчине, что любит его. Об этом пусть говорят её сияющие, счастливые глаза. Они красноречивее всяких слов"...
მართალია, აქ მარტო სიტყვებზეა აქცენტი გაკეთებული, მაგრამ მემგონი ალერსიც რომ მივათვალოთ, არ დაკარგავს აქტუალურობას :) ყველას ჩვენ ჩვენი მანერა გვაქვს სიახლოვის და ინტიმურობის... მე უბრალოდ ჩემეული ხედვის გამოვლინებას შევეცადე :)
@ Natalia
იცი მე საერთოდ ვერ ვიტან როდესაც ზედმეტად მეხებიან :P გადაკოცნა რომ გადაკოცნაა, საქართველოში ყოფნისას მაგაზე მეტად არაფერი მეზიზღებოდა... მასაჟისტთან სიარულიც კი ჩემთვის კატორღის ტოლფასია, იმდენად არ მიყვარს უცხო ადამიანების შეხება და საერთოდ, როდესაც ჩემს "პერსონალურ სივრცეს" მირღვევენ...
მაგრამ აქ მე ცოტა სხვა რამეზე ვლაპარაკობ... ერთიანობის იმ პლატონურ სუროგატზე, რომელიც ძალიან გავრცელებულია ჩვენს საზოგადოებაში...
მაგრამ, აქაც დავძენ, რომ სუბიექტური ვარ და რაც მისაღებია ჩემთვის, სრულებით მიუღებელია სხვისთვს :)
აქტიურად პოსტვას რაც შეეხება - მეც მიხარია და მადლობა, რომ შეამჩნიე :) ეს პოსტი და მისი წინამორბედი კარგა ხანი დრაფტებში "მეგდო" და ჭკუამდე მიყვანას ითხოვდა, რაც, როგორც იქნა, მოვახერხე კიდეც. ეგრე იცის სახლში იძულებითმა ჯდომამ :)