It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Thursday, 13 August 2009

Update

ესეიგი, ვინაიდან და რადგანაც კარგა ხანი არ შემომიხედია ჩემს ბლოგსივრცეში (ნუ, ეს ორი დღეა ადრე დადრაფტულ ნამუშევრებს ვაქვეყნებ) გადავწყვიტე, რაღაც გარკვეული update გავაკეთო ჩემი ცხოვრების, ანუ ზოგადად და მშრალად ჩამოვაყალიბო ის, თუ რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც აქ ბოლოს შემოვიხედე. ვაცნობიერებ რა, რომ ალბათ პირადი შემცველობის პოსტები ყველაზე მოსაწყენი წასაკითხია სხვებისათვის, თავიდანვე ბოდიშს ვიხდი მკითხველების წინაშე, უბრალოდ ამგვარი ნაჯღაბნები შემდეგ მეხმარებიან იმაში, რომ დავადგინო ცხოვრების ამა თუ იმ პერიოდში რითი მქონდა ტვინი დაკავებული :)

მაშ ასე, დავიწყოთ:

დავუბრუნდი ბლოგს: არ ვიცი, რა იყო ამის კატალიზატორი, ალბათ უფრო ის, რომ სახლში ჯდომა და საჭირო რაღაცეების წერა მომწყინდა და არასაჭიროობების წერის სურვილი გამიჩნდა, თუნდაც უბრალო პროტესტის გრძნობის გამო. ამას შედეგად მოყვა ის, რომ აქამდე დადრაფტული 2 პოსტი ერთმანეთის თითქმის მიყოლებით გამოვაქვეყნე და მომდევნო დღეს იმპროვიზაციის ნაყოფი მივაყოლე. სწორედ ამ იმპროვიზაციის გამო შევქმენი ჩემი პოსტების ახალი კატეგორია - კორესპონდენცია, რომელიც, იმედია, მალე შეივსება ახალ ახალი ნიმუშებით. მისი აზრი ისაა, რომ მივწერო წერილები იმ ადამიანებს, პერსონაჟებს ან თუნდაც მოვლენებს, რომელბიც ჩემს ცნობიერებაში კვალს ტოვებენ. გარდა ამისა, შევქმენი ჩემი ბლოგობრების (ბლოგერი მეგობრების) სია. თავიდან არც კი მიფიქრია, რომ ამას ოდესმე გავაკეთებდი, რადგან ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ამ ჩემს ნაჯღაბნს ვინმე ოდესმე წაიკითხავდა ან კიდევ მეტიც, დაინტერესდებოდა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს ერთგულ და არც თუ ერთგულ მკითხველს - ძალიან ბევრს ნიშნავთ ჩემთვის :)

შევიცვალე ვარცხნილობა: არ დაიჯერებთ, მაგრამ ამდენი წელიწადის შემდეგ პირველად ჩემი თმა აღარ მთავრდება ჩემივე კისერის დასაწყისსში და თქვენ წარმოიდგინეთ, მხრებამდეც კი მწვდება. არ მიყვარს დიდად გრძელი თმა, მაგრამ ყველა ჩემი ნაცნობ-მეგობრის დაჟინებული თხოვნით, არ ვეხები. ბოლოს და ბოლოს, როგორც ამიხსნეს, დავემსგავსე X ქრომოსომის ნამდვილ მატარებელს.

დავამთავრე სწავლა: ხო, ბოლო გამოცდა ჩავაბარე სადღაც ივლისის შუაში და ამ პარასკევს საბოლოოდ მივაშავებ ჩემ სამეცნიერო ნაშრომს. აგვისტოს ბოლოს დაჯილდოვების ცერემონია მელის და ბოლოს და ბოლოს გავიგებ, მეღირსა თუ არა ეს წარჩინების დიპლომი. აქამდე მიღებული ნიშნებიდან გამომდინარე მეკუთვნის, მაგრამ აი ნაშრომს როგორ შემიფასებენ და რამდენად, ეგ უკვე აღარ ვიცი :)

ვიმოგზაურე: ამჯერადაც ევროპაში. მოვინახულე ლუქსემბურგი და ბელგია. გეგმაშია პრაღა უკვე მეორედ (ამჯერად გიდის მოვალეობებს შევასრულებ) გერმანია (ადრეც ვარ ნამყოფი, მაგრამ ახლა დუსელდორფი უნდა ვნახო და კიოლნი მეორედ) და ისევ ბელგია, ოღონდაც ამჯერად ბრიუსელი კი არა, არამედ ბრიუჟი და ხენტი. ამ უკანასკნელ ორს განსაკუთრებით ველოდები, ბრიუჟს იმიტომ, რომ ულამაზესიაო, ამბობენ და ხენტს კი ბოსხისა და ვან ეიკის ნახატების გამო :)

ვიკონცერტე: დავესწარი Nouvelle Vague-ის კონცერტსა და North Sea Jazz-ის ფესტივალს. ამიტომ, არაა გასაკვირი რომ ამ ბოლო ორიოდე თვის განმავლობაში ჩემი აიპოდიც მოსმენილ შემსრულებელთა დისკოგრაფიითაა გადაჭედილი. განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე Nouvelle Vague-მა (არაჩვეულებრივი კონცერტი ჰქონდათ, ოდესმე, თუ მეცლება, ცალკე პოსტს მარტო მათ დავუთმობ), Jamie Cullum-მა (ადრეც მომწონდა, მაგრამ ასეთი საოცრება თუ იყო ცოცხლად, რას წარმოვიდგენდი) და Jazzanova-მ. 23 აგვისტოს პრაღაში დაგეგმილია ჩემი დიდი ხნის სიყვარულთან, ტომ იორკთან შეხვედრა. Can't wait :)

ვითბილისე: ეს ცალკე კატეგორიაა და მოგზაურობაში არ გადის. როგორც великан Антей (მაპატიეთ, ბერძნულ მითოლოგიას თავის დროზე რუსულად ვეცნობოდი და არ ვიცი, ქართულად როგორ ეძახიან ამ პერსონაჟს) მე დავუბრუნდი მშობლიურ მიწას, რომ გახარჯული ძალები აღმედგინა და ახალი შემართებით დავბრუნებოდი ჩემს ახლანდელ საცხოვრებელს და საქმეს. გადასარევი ორი კვირა გავატარე, დაწყებული პირველვიე დღიდან, როდესაც მეგობრებმა ყველაზე თბილი და გულის გამხარებელი სიურპრიზ-დახვედრა მომიწყვეს, დამთავრებული ჩემი გაცილების მწვადებით და პერსონალური ნატვრის ხით, რომელსაც თითოეულმა მათგანმა მოაბა ჩემდამი სურვილი, დაწერილი თეთრ ნაჭერზე. დღემდე ჩანთაში მიწყვია ყველა და როდესაც მოვიწყენ, ვკითხულობ ხოლმე და მიხარია, რომ ამდენ ადამიანს ვუყვარვარ ამქვეყნად...

და ბოლოს, თავი გავყავი შარში: უფრო სწორედ, გამაყოფინეს... არ ვიცი ამ შარიდან რა გამოვა და არც ვარ დარწმუნებული, რომ მინდა რომ ვიცოდე, მაგრამ, როგორც იტყვიან ... подкрался незаметно, და თუ არ გავრისკე, ვერც შამპანიურს დავლევ, ასე რომ... მემგონი ჯობია ტვინის ღუნვას ამ თემატიკაზე დავანებო თავი და უბრალოდ მივცე ვიღაცას სხვას საშუალება მართოს სიტუაცია... გამიმართლა თუნდაც იმაში, რომ ამ ადამიანს შემიძლია ეს ვანდო ;)

ეს იყო მემგონი და ეს. დარწმუნებული ვარ, სხვა საინტერესო რაღაცეებიც გადამხდებოდა თავს, მაგრამ  ამჯერად უკვე სჯობს რაც დავწერე, იმით შემოვიფაგლო. ისედაც საკმაოდ ბევრი რამე დავწერე, თქვენ რას იტყვით?
:)

9 comments:

  1. xo tmebi martla gixdeba ase :*

    raze dawere bolos naSromi?
    da ra sharshi? :spy:

    ReplyDelete
  2. გოგო მაააადლობა :)
    ჩემი ნაშრომის სათაური და დეტალური სარჩევი გდია ჩემს სიფათწიგნში, ბოლო ნოუთში :) გაეცანი :)
    და ისა, შარს რაც შეეხება, ყველაფერს აქ ხო არ დავწერ :rolleyes:

    ReplyDelete
  3. მიყვარს ევროპა, შორიდან :D

    იმედი მაქვს რომ ვნახავ ისეთივე საყვარელი იქნება, როგორიც მგონია :))

    შენ კი კარგი გეგმები გაქვს მომავლისთვის - პრაღა, კონცერტი და დიპლომი :))

    და შარი კიდევ :user:

    ReplyDelete
  4. sharebi kaia,tore marto diplomebi mterma cera :P

    xoooda,xshirad tu adcer,eec kaia,me siamovnebit gkitxulob,(tundac zvel postebs)...

    da ra unda mekitxa,aq romel qveyanashi cxovrob?

    ReplyDelete
  5. @ ნატალია
    ხო, რავიცი, საყვარელია ევროპა? ლამაზია კი, რაღაც მომენტში ცივიცაა, მაგრამ...
    თუ აუღე ალღო, კარგი მეგობარი შეიძლება იყოს,
    რომელიც ძალინ ბევრ ისეთ რამეში გაგიგებს, რაშიც საქართველო ვერა...
    მაგრამ საქართველოს არაფერი არ ჯობია მაინც...
    ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის...
    ხო გეგმები მაქვს იცოცხე, ვედრო ლარადო, რომ იტყვიან,
    მაგრამ აი შარი მაინც შარია...
    :S

    @ ნასტასია
    მადლობა ჩემი ნაწერის ასეთი თბილი შეფასებისთვის...
    და განსაკუთრებით ძველი პოსტების ;)
    მგონია, ისინი ყველაზე უფრო ახლოსაა იმასთან, რასაც შენ წერ ხოლმე...
    ან მე მინდა რომ ამის მჯეროდეს, იმიტომ რომ შენები მომწონს ძალიან :)

    ReplyDelete
  6. vaii,tavse gulebdayrili smailiki:)))))))))))))))))

    ReplyDelete
  7. ბევრი გულები ამ პოსტს იმიტომ,რომ ეკუთვნის ნამდვილად :)

    ReplyDelete
  8. :like: :like: :like:
    დღეს შენს ბლოგს მივეწებე...
    ეს პოსტი განსაკუთრებულად მომეწონა, კარამელ-darlin'
    მომინდა მეც ჯემი კულუმის ნახვა :)

    ReplyDelete
  9. ვაი, დარიჩინის ფერი დავიდე ლოყებზე...
    :blush:
    მიხარია, თუ მიეწებე და მოგეწონა :)
    მართლა - ეს პოსტი კი ჩემთვისაც ძალიან საყვარელია, იმიტომ რომ ჩემეულია და არა განყენებული :)
    და ჯეიმისგან მოკითხვა
    http://www.youtube.com/watch?v=xnLAP9InIb4

    ReplyDelete