წერილი შენ, ადამიანს, რომელიც ამდენს ნიშნავს ჩემთვის.
როდესაც გაგიცანი, პატარა ვიყავი ძალიან, მახსოვს. ინგლისში ვიყავი ჩასული, სულ რაღაც 13-ის. მართალია, პირველი შეხედვით კი გავდი უცნაურ ადამიანს და მეტსაც ვიტყოდი, ცოტა შერეკილსაც (ჩემი მაშინდელი სტანდარტებით ხომ განსაკუთრებით), მაგრამ მაინც ძალიან მომეწონე. ყველაზე მეტად იმან მომხიბლა, რომ შეგეძლო ადამიანი გყვარებოდა უანგაროდ, ყოველგვარი საპასუხო გრძნობის გარეშე… მერე რა, რომ ცოტა creepy იყავი. რომანტიკოსი ვიყავი მაშინ :)
და რატომღაც ისევ გადავეკარგეთ ერთმანეთს... არ ვიცი, ალბათ მე იმიტომ დაგკარგე, რომ ცხვრებაში “თეთრი ზოლი” დამეწყო და შენ და შენი მსოფლმხედველობა უბრალოდ did not fit the picture anymore... მაგრამ ამ ბოლო წელიწადს, რატომღაც ისევ ხშირად მახსენდებოდი და საბოლოოდ, ფაზლის ნაწილები თავისით აეწყო – მე მიხვდი, რომ მაშინაც კი, როდესაც კედლებზე ცოცვით ვარ დაკავებული, შენ ჩემს თავის ქალაში იჯდები. ჩვენ ყოველთვის ერთად გადავდგამთ 15 ნაბიჯს ისე, რომ ისევ იქ აღმოვჩნდებით, საიდანაც დავიწყეთ. ორივე დავიწამლებით შხამიანი კბენით, მოვაწყობთ მთვრალ დებოშს ქორწილში და საბოლოოდ, გავქრებით ქუჩის სულის ძიებაში…
თუმცა, მე შეიძლება ვცდებოდე...
მაგრამ, მაინც, მინდა გითხრა რომ საბოლოოდ მზად ვარ პირადად დაგელაპარაკო, ან თუნდაც მოგისმინო, რისი საშუალებაც ამდენიხნიანი ნაცნობობის განმავლობაში სამწუხაროდ არ მქონია...
სულმოუთქმელად ველი პრაღაში 23 აგვისტოს შენს ნახვას, ჩემო ძვირფასო
ტომ იორკო...
:)))))))))))
ReplyDeleteასე იყო ამბავი სიყვარულისა :)))
ReplyDeleteგამოყენებული მასალა:
1. Creep
2. Paranoid Android
3. Karma Police
4. Knives Out
5. No Surprises
6. Jigsaw Falling Into Place
7. Climbing Up the Walls
8. 15 Steps
9. Bangers + Mash
10. A Punchup at a Wedding
11. Street Spirit (Fade Out)
12. I Might Be Wrong.
uff,mec momindaa egeti siyvaruli ki arada,koncerti :)
ReplyDeleteმემგონი სულ 3 ევროპის ქალაქში იქნება და ერთ ერთი ვენაა :)
ReplyDeleteხოდა რავიცი, თუ შენც გიყვარს, გადაამოწმე :)
io,wena kai ideaa,gamovibertyo yurebi :)
ReplyDeletestreet spirit მიყვარს ძალზედ :love:
ReplyDeleteთქვენ ხო, და ჩვენ რა ვქნათ, აგვისტოს ცივ თბილისში მყოფებმა? :user:
მოკითხვა თომ იორკს ჩემგან და კოცნაც... რამდენიმე წლის წინ მის მსგავს ბიჭს ვხვდებოდი და დღემდე ტკბილ-მწარედ მახსენდება...
ReplyDeleteვააააჰ.... როგორი გასაგები პოსტი იყო :) ნუ,ჩემთვის გასაგები :)
ReplyDelete