ყველაზე მოსახერხებელი სადგური ჩვენთვის Baixa/Chiado-ა. როგორც კი ამოვალთ ესკალატორზე, წესით ჩვენს პირდაპირ უნდა დავინახოთ აღმართი, რომლის გაყოლების შემთხვევაში ადვილად მივადგებით დღევანდელი გასეირნების პირველ დანიშნულების პუნქტს - Se de Lisboa-ს, ანუ ლისაბონის საკათედრო ტაძარს, რომელიც ამავე დროს ქალაქის უძველეს ნაგებობას წარმოადგენს. აქვე გირჩევთ მოემზადოთ - დღევანდელი ჩვენი გზა, წინანდელისაგან განსხვავებით, უმეტესად აღმართში მიდის და სუნთქვის დაზოგვა მოგვიწევს. არადა როგორ გინდა ეს მოახერხო, როდესაც გზად აი ასეთი გასაოცარი შენობები და ქუჩები შემოგვხვდება?
Alfama პირადად ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი უბანია ლისაბონში. ამავე დროს, ის ყველაზე ძველიცაა და მავრების ბატონობის პერიოდში ქალაქის გულს წარმოადგენდა. ეტყობა კიდეც - აქ თითქმის ყოველი მეორე სახლია მოპირკეთებული ნაირ-ნაირი ფილებით, ქუჩები ვიწრო და მიკიბულ-მოკიბულია, ფანჯრები კი - დარაბებიანი. კათედრალიც, გარკვეულწილად, თითქოს ინარჩუნებს რაღაცას აზიურს ამ ადგილას ადრე მდგარი მეჩეთისაგან, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკურია. გარედან იგი ჩემი საყვარელი ფერის - ქვიშისფერისაა და მძიმედ, მასიურად დაჰყურებს ირგვლივ მდებარე დანარჩენ შენობებს. ვიტყოდი, რომ ადრეული გოთიკის სტილშია აგებული, მაგრამ, აშკარაა, რომ თითქოს და მარტივი ფასადის მიუხედავად, მასში ათასი არქიტექტურული გავლენა იგრძნობა.
ქალი უბრალოდ ტახტზე წამოწოლილა და რიმე მოდურ ჟურნალს კითხულობსო) და ასევე ე.წ. შიდა ეზო, რომელშიც დღემდე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. თუ გინდათ და არ გეზარებათ, შეგვიძლია ყოველ კუთხე-კუნჭულში მიმაგრებული საინფორმაციო დაფების შინაარს გავეცნოთ, რომ უკეთესად გავიგოთ, თუ რა და როგორ ხდებოდა ამ მდიდარი ისტორიის მქონე ადგილას.
სროლისათვის აღმართში. ამჯერად ჩვენ ვნახავთ ლისაბონისათვის ძალიან დამახასიათებელ ადგილთაგან ერთ-ერთს - Miradouro de Santa Luzia-ს. საერთოდ, ეს miradouro-ები, ფილებიან სახლებთან ერთად, ლისაბონის ყველაზე დამახასიათებელი ნიშნებია ალბათ - თავად ეს ცნება სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „ხედის წერილი“ და როგორც ადვილად მიხვდებით, მთაგორებზე განლაგებული მდინარისპირა საპორტო ქალაქის ყველაზე შთამბეჭდავ ხედებს გვპირდება. ასეთს კიდევ არაერთს ვნახავთ, მაგრამ ეს ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელია - ჯერ მარტო ისევ და ისევ იმის გამო, რომ ლურჯი ფერის ფილებითაა მოპირკეთებული. მერე იმიტომ, რომ ნაკლებად ტურისტულია და ძირითადად, აქ ადგილობრივი ახალგაზრდა წყვილები ბუდობენ და მესამე იმიტომ, რომ თავის დროზე, იგი სრულიად შემთვევით აღმოვაჩინე, იმიტომ რომ დავიკარგე :)
აუცილებლად გადავიხედოთ ამ miradouro-დან და, სურვილის შემთხვევაში, ჩამოვსხდეთ კიდეც. მწეველთათვის გადასარევი ადგილია ერთი გაბოლებისათვის - ფიქრებიც თავისუფლად მიყვებიან ჯერ ქვემოთ მიმოფანტულ სახლის სახურავებს, ხოლო მერე , სკუპვა-სკუპვით, მდინარის წყალში ცვივდებიან. წყალში, რომელიც ასეთ ღრუბლიან დღეს ჰორიზონტის ხაზის გარეშე პირდაპირ ცაში გადადის... ძალიან ლამაზი და მშვიდი ადგილია...
წერტილი აქაური ნარიყალა, Castelo de Sao George-ა. ახლა სადაც ვდგავართ, იმ ტერასიდან ის ჯერ არ ჩანს, ამიტომ გეზი მარცხნისაკენ, სიღრმეში უნდა ავიღოთ, სადაც ცოტა ხანში პატარა ქუჩებით კიდევ ერთ „ხედის წერტილს“ მივადგებით. ამჯერად ეს Miradouro da Nossa Senhora do Monte იქნება - ქალაქის ყველაზე მაღალი წერტილი. სწორედ აქედან დავინახავთ პირველად ციხე-სიმაგრეს, რომლიც VI საუკუნიდან ახლო წარსულამდე ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ წერტილს წარმოადგენდა.
სხვა დანარჩენზე მეტად მე პირადად ამ ციხესიმაგრეში მომწონს მისი შიდა ეზო - ნაცრისფერი ქვებისა და მარადმწვანე მცენარეების ერთობლიობით. ტურისტების გარდა აქ უამრავი ჯიშის და რჯულის ცხოველი შეგვხვდება, რიგითი კატებითა და ძაღლებით დაწყებული, ასეთი ეგზოტიკური ფარშევანგებით დამთავრებული. ეზოს თითქმის ყოველი წერტილიდან სულნთქვისშემკვრელი ხედები იშლება, როგორც თვითონ ლისაბონზე, ასევე პორტსა და მდინარეზეც. ჩემი ფავორიტი აქ Praca do Commercio-ს მხარეა, საიდანაც უზარმაზარი
თანამედროვე ხიდის სილუეტიც კი მოჩანს მკრთალ ძაფად ჰორიზონტზე...კიბეებზე, ზარბაზნებზე და კედლებზე ძრომიალისას გადაშლილი ხედების თანხმებით ადვილად ხვდები, თუ რატომ იბადებოდნენ ამ ქვეყანაში ისეთი ადამიანები, როგორებიც როგორიც იყო ვასკო და გამა და რატომ მაინცდამაინც აქედან გავიდა თავისი ექსპედიციით ქრისტეფორე კოლუმბი. თითქოს ჰაერიც კი გაჟღენთილია აქამდე უნახავი ადგილების შემეცნების სურვილით და სწრაფვით სიახლისაკენ - მე პირადად გულიც კი დამწყდა, რომ დედამიწაზე აღარ დარჩა აღმოუჩენელი თუნდაც კუნძულიც კი და მე არ შემიძლია მისი პოვნა... მაგრამ, რას იზამ. ჩვენ პროგრესისა და კოსმოსის საუკუნეში დაბადებულებს, სხვა მიმართულებები გვაქვს ასათვისებელი.
საღამოს „გაჩაღებასთან“ ერთად რესტორნის თაღების ქვეშ ჩვენი დღევანდელი პირველი შემსრულებელი ჩნდება. მისი არც სახელი ვიცი და არც გვარი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი, რაც მასში მაინტერესებს, მისი ემოციური სახე და სევდიანი და ამავე დროს ვნებიანი ხმაა. რამოდენიმე სიმღერის შემდეგ მას ცვლის აი ეს მამაკაცი, რომლის სიმღერაშიც
მე მოთვინიერებულ აგრესიას ვგრძნობ - არ ვიცი, რაზე მღერის ის, მაგრამ ინტონაციითა და მისი სახის გამომეტყველებით ვხვდები, რომ ალბათ ღალატზე, ტკივილზე და უსამართლობაზე... მისი ხმა იმდენად ემოციურია, რომ მაჯადოებს, თვალს ვერ ვწყვეტ მის სახეს და ჩემი უგემრიელესი ველური ტახის ანტრეკოტიც კი მავიწყდება... მოულოდნელად, ამ მამაკაცს უფრო
ენერგიული და შემიძლია ვთქვა, კეკლუცი ქალბატონი ცვლის - ვიზუალურად მე ის მედეა ჩახავას მივამსგავსე მაგრამ არ ვიცი, თქვენ რამდენად დამეთანხმებით. სულ სხვანაირია ამ ქალბატონის სიმღერა და მე მალევე ვხვდები რატომაც - უცხო სიტყვათა შორის ძალიან მკაფიოდ გამოვიჭირე „ლიშბოა“. სწორედ ასე ეძახიან ამ უნიკალური ქვეყნის ბინადრები თავიანთ დედაქალქს... ამიტომაც არ მიკვირს, რომ მასზე ნამღერი სევდიანი fado-ც კი რაღაცნაირად მხიარულად ჟღერს...და აი, დარჩა ამ საღამოს პროგრამაში გათვალისწინებული ბოლო შემსრულებელი - თავად ამ რესტორნის პატრონი, თურმე
ძალიან ცნობილი შემსრულებელი ქალი. როდესაც მეგონა, რომ უკვე გადავაბიჯე გაოცების და ემოციური დაძაბულების ზღვარს, თურმე შევმცდარვარ. ამ ქალბატონის არაჩვეულებრივმა, მთრთოლვარე ხმის ტემბრმა ლამის მატირა. მაგრამ ყველაზე ძალიან მაინც მისი სევდიანი თვალები დამამახსოვრდა, რომლებშიც თითქოს ჩანდა ყველაფერ იმის ილუსტრაცია, რასაც იგი სიმღერად გადმოგვცემდა...თუმცა, არალირიული გადახვევის სახით მაინც უნდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მეტად მაინც ერთი გიტარისტი ბიჭი მომეწონა :) მთელი საღამო მესროდა მრავლისმეტყველ მზერებს და მეც არ ჩამოვრჩებოდი, ვაჩხაკუნებდი და ვაჩხაკუნებდი აპარატს. ვინ იცის, მარტო რომ ვყოფილვიყავი, იქნებ გამომლაპარაკებოდა კიდეც, მაგრამ... მოკლედ, აშკარაა რომ აქ მეორედ აუცილებლად უნდა ჩამოვიდე.
ამასობაში ლისაბონში უკვე ღამეც დამდგარა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დასაძნებლად უნდა გავეშუროთ - პირიქით. ახლა Bairro Alto-ს ყველაზე მხიარული, ყველაზე ცოცხალი და კოლორიტული დრო იწყება. რა დროს ძილია, როდესაც ჩვენს ირგვლივ ახალგაზრდა, სიმპატიური პორტუგალიელებით გავსებული აი ასეთი ქუჩებია :) სულ რომ არ აპირებდე დალევას და გართობას, მოგანდომებენ...
უფრო შინაურია - დეკორატიული წვიმებითა და ლამპიონებით გალამაზებული. მე ვიტყოდი, ბოჰემურიც... აქ ქუჩებში იმპროვიზირებული კონცერტები იმართება, აქ ერთმანეთს უცხოები ესალმებიან და მეგობრები ემშვიდობებიან, აქ მხიარულებაა, აქ ყველას ერთმანეთის ესმის, იმიტომ რომ ჯადოსნური ღამის უნივერსალურ ენაზე საუბრობენ...წარმატებებს გისურვებთ! დარწმუნებული ვარ, ჩემს მსგავსად თქვენც ძალიან მოგეწონებათ აქაურობა...

მე კი მომავალ გასეირნებამდე გემშვიდობებით!




არადა ეს თავის დროზე კინოთეატრი იყო და ახლა საკმაოდ ძვირადღირებული სასტუმროა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მე დიდად არ მიყვარს ეს ადგილი - მიუხედავად იმისა, რომ შთამბეჭდავია. საკუთარი სიდიადით თითქოს მაწვება კიდეც. ამიტომ, თუ არ მიწყენთ, უცებ გავეცალოთ აქაურობას.





სწორედ ეს უზარმაზარი მოედანი წარმოადგენს ერთგვარ დაგვირგვინებას ე.წ. ახლადაღმართული, მიწისძვრამდგრადი უბნისა, რომელიც პომბალის პირველმა მარკიზმა გააშენა XVII-XIX საუკუნეებში მაშინდელი მოდერნისტული დაგეგმარების მიხედვით. ამიტომაცაა, რომ მთელ ამ შემოგარენს მეორენაირად Pombaline Baixa-ს უწოდებენ. როგორც ჩანს, ეს უბანი იმდენად უნიკალურია, რომ 2007 წელს მთლიანად იქნა შეტანილი მსოფლიო მემკვიდრეობის ადგილთა კანდიდატების სიაში. ჩემგან მხოლოდ იმას დავამატებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მონუმენტური სტილის არქიტექტურა არ მხიბლავს (განსაკუთრებით ისეთი, რომელშიც ცდილობენ რომ იმპერიის ან სახელმწიფოს სიძლიერე და სიდიადე გადმოსცენ), მაგრამ ამ მოედანმა მართლაც და სუნთქვა შემაკვრევინა. შეიძლება, ეს იმის დამსახურება იყო რომ წყლის პირას დგას და საკადრისად არის დაბალანსებული ამ ერთ-ერთი უძლიერესი სტიქიით, რომლის ფონზე ჩვენ, ცალკეული პიროვნებები, კიდევ უფრო უმნიშვნელოები ვჩანვართ.