It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Saturday, 1 May 2010

ქუჩაში რომ შემოგხვდეთ

ამგვარი სათაურით პოსტი ზურიუსის ბლოგზე ვნახე და ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, მისგან საკმაოდ კარგი ტაგ-პოსტი გამოვა, რომლიც, ჩემი ვარაუდით, წარმატებით შემოივლის ქართულ ბლოგსფეროს. უმეტესობა, ვინც აქ პოსტავს, ასე თუ ისე (ყოველ შემთხვევაში, მე რომლებსაც ვკითხულობ) უცნობი ადამიანები არიან ერთმანეთისათვის და შესაბამისად, შესაძლებელია, ერთმანეთისათვის ხშირად ჩაუვლიათ ქუჩაში გვერდზე და ვერც კი მიმხვდარან.

ამიტომ, საინტერესოა, შევაგროვოთ და ერთმანეთს მივაწოდოთ მინიშნებები საკუთარი თავების შესახებ - ისეთი კი არა, საპასპორტო-სამედიცინო მონაცემებს რომ გვანან, არამედ უფრო პიროვნული, მიხარული და ორიგინალური. მოკლედ ისეთი, როგორიც ზურიუსმა ჩამოთვალა.

მე ვცდი ჩემსას და ვნახოთ, რა გამოვა.

მაშ ასე, დავიწყოთ:

1. საკმაოდ სწრაფი სიარულის მანერა მაქვს. მაშინაც კი, როდესაც წესისამებრ უნდა მივსეირნობდე :).
2. ჩაცმულობის რომელიმე ელემენტი მაინც მექნება ყავისფერი, ბეჟი ან კარამელ-დარიჩინისფერი. ტყუილად კი არ ჰქვია ჩემს ბლოგს ასე ;)
3. თუ მზიანი დღეა, აუცილებლად მზის სათვალე მეკეთება. ეს პიჟონობის გამოვლინება კი არა, უფრო სამედიცინო აუცილებლობითაა გამოწვეული - პირდაპირი მზის სხივების „პერედოზისგან“ თვალები მიცრემლიანდება, მიწითლდება და მისივდება.
4. თუ წვიმს, მეცმევა ბოტები და არც ერთ ტყლაპოს არ ავუვლი გვერდს, იმით ბედნიერი რომ თამამდ შემიძლია მათზე გადავლა.
5. თუ მარტო მოვდივარ, აუცილებლად თეთრ აიპოდის ყურსასმენებს შეამჩნევთ ჩემს ყურებში. ამიტომ, არანაირ დაძახილზე არ ვრეაგირებ.
6. თუ მარტო მოვდივარ და ყურსასმენები არ მიკეთია, ორადორი ვარიანტია: ან აქვე ვარ მაღაზიაში გადასული ან კიდევ მანქანაში ვჯდები. დააკვირდით ჩემს ხელებს - თუ ვათამაშებ გასაღებს წითელი გოჭის ბრელოკით, ესეიგი მეორეა :).
7. ამინდის და მიუხედავად, თითქმის ყოველთვის მეკეთება რაიმე დასახელების კაშნი/შალი/მოსახვევი. დიდი ფანატი ვარ გარდერობის ამ ელემენტის.
8. თუკი კაშნი ვერ შემამჩნიეთ, კისერზე დამაკვირდით - ყოველთვის მიკეთია ერთი წითელი ბროლის გული და ვერცხლის პატარა ნემსიყლაპია. ამ ორი ძეწკვის გარეშე ვერასოდეს მნახავთ ვერსად. მაშინაც კი, როდესაც ისინი არ ჩანან, ესეიგი ტანსაცმლის შიგნიდან იმალებიან.

აქვე მეორე ნაწილი - როდესაც უკვე აღმოაჩენთ რომ თქვენთან მახლობლად მიმავალი ადამიანი მე ვარ და გადაწყვიტეთ, დამელაპარაკოთ:

1. არ გაგიკვირდეთ, თუ თავიდანვე გაოგნებული ღიმილით შემოგხედავთ - ალბათ როგორც ყოველი სხვა ადამიანი, მარტო ქუჩაში სიარულისას რაღაცა აბსოლუტურად განყენებულ თემაზე ვფიქრობ და აზრი რომ გამიწყდება, ვიბნევი.
2. როდესაც მეტყვით, რომ ჩემი ბლოგ-აღწერიდან ამომიცანით, გამეცინება და გავწითლდები. იცოდეთ, რომ გულში ძალიან გამიკვირდება, რომ მიცანით.
3. გამოლაპარაკებისას პირდაპირ თვალებში რომ შემოგხედავთ, ნუ გაგიკვირდებათ. მე ასე ვიმახსოვრებ ხალხს.
4. რომ გამეცნობით, თქვენი სახელი და საკონტაქტო მონაცემები კი არა, თქვენი ბლოგის მისამართი მიწილადეთ... აწი უკვე გაათმაგებული ინტერესით ჩავეკითხები თქვენს ნაწერს!

არ ვიცი, რამდენად „იდენტიფიცირებადი“ გამოვედი ყოველივე ამ ზემოთჩამოთვლილიდან გამომდინარე, მაგრამ მემგონი, ზუსტად ეს არის ამ პოსტის „მუღამი“... თუ გეგონებათ, რომ ამომიცანით, არ მოგერიდოთ, მოდით და მომესალმეთ, თუნდაც სახეზე უპირქუშესი გამომეტყველება მქონდეს აფარებული. იცოდეთ, რომ აუცილებლად გამიხარდება!

ამ ჩემს პოსტში ვთაგავ ნასტასიას და ნატალიას. ძალიან, ძალიან მინდა ეს ორი ჯერ კიდევ ჩემთვის ასე თუ ისე უცნობი ადამიანი შევძლო ამოვიცნო ქუჩაში, სრულიად შემთხვევით...

7 comments:

  1. ^_^


    რა საყვარლად დაიხასიათე თავი <3

    ReplyDelete
  2. უიჰ :)
    მე კიდე ვფიქრობდი, შეიძლება ტრუფაზის კონცერტზე იყოს და რამენაირად გულმა მიგრძნოს ან დარიჩინის სუნმა-თქო :)

    ReplyDelete
  3. სხვათაშორის, მეც ვიფიქრე რომ ზურიუსის ის პოსტი ტეგ-თამაშად გამოდგებოდა.

    დავწერ აუცილებლად, ოღონდ ცოტა ფიქრი დამჭირდება :)

    შენი თვისებები კიდევ კარგად უნდა დავიმახსოვრო, იქნებ ერთ დღესაც სადმე შემომხვდე.. :)

    ReplyDelete
  4. @ Clown - მადლობა :)

    @ nastasia - ტრუფაზის კონცერტზე ვიქნები :) დღეს გავატანე მეგობარს ფული, უნდა იყიდოს ბილეთები :) ხოდა მეც რომ მინდა გულმა მიგრძნოს, შენზედც მოყევი რა :)))

    @ Natalia - დარწმუნებული ვარ, ძალიანაც კარგი პოსტი გამოგივა... და დაფიქრებაც ბევრი არ დაგჭირდება - საკუთარი თავის ვიათი ნიჭი გაგაჩნია, ჩემი აზრით ;)

    ReplyDelete
  5. უი, აი საიდან დაიწყო ყველაფერი :))

    ReplyDelete
  6. @ Zurriuss - აქედან არა, შენგან დაიწყო :)))

    ReplyDelete
  7. მეც უნდა დავწერო ეგეთი პოსტი, რა კაი იდეააა :)
    კარგად დაგიწერია, აი ლაიქ ით :)

    ReplyDelete